გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი მივიდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს პალატაში მოინახულებენ. ჰოსპიტალში შესვლის წინ მესამე პრეზიდენტს შვილს კომენტარი არ გაუკეთებია.
მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა. შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სისუსტის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი მზადაა ხვალინდელ სასამართლო სხდომას დაესწროს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში, “პიჯაკების საქმეზეა” ჩანიშნული.
წყარო – მთავარი
კომენტარები