გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“დასრულდა როგორც იქნა ეს ,,რეგისტრაციის ფანჯარა,, პარტკომის ასარჩევად და სადღაც 50.000 მდე ადამიანი დარეგისტრირდა.
არაა საჭირო საუბარი ,,ტროლებზე,, თუ ,,ხელისუფლებისგან მიგზავნილებზე,, – როგორც იცით, დარეგისტრირება შეეძლო ყველას და ყველგან, ვისაც პირადობა დასაბუთებით აქვს. არ იყო შეზღუდვა იმით, კარგი გინდა ამ პარტიისთვის თუ ცუდი. არჩევნებში რეგისტრირება და ხმის მიცემა შეეძლო თავად ბიძინა ივანიშვილს, პუტინსაც კი მოსკოვიდან.
ამაზე არაა ახლა საუბარი საჭირო.
საუბარია იმ ხალხზე, ვინც მაგალითად თბილისში თუ ბათუმში თუ ქუთაისში თუ რუსთავში თუ სადაც ცხოვრობს, 2016 და 2020 წელს აირჩია ,,ნაციონალები,,
საუბარია ოფიციალურ ,,პარტიის წევრებზე,,
საუბარია გულმხურვალე მხარდამჭერებზე.
სადაა ეს ხალხი?
მე ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც მიშა სააკაშვილის ფანებია, ან მისი სიცოცხლე რაღაცად უღირთ, ან ,,ნაციონალებს,, ხედავს ოპოზიციურ ძალად, ან ,,ნაციონალების,, გარეშე ბიძინისტანის დასრულება წარმოუდგენლად მიაჩნია ან და ან ….
რათქმაუნდა მაქვს მე ჩემი იდეები და აზრები და შეფასებები, თუ რატომ აარიდა ალბათ ,,ნაციონალების,, პოტენციური ამომრჩევლის ასე 95% მა თავი იქ ,,რეგისტრაციას,,
მაგრამ
,,ჭკუას ნუ გვარიგებო,, რომ არ გამომივიდეს
მე ჩემსას გეტყვით
ჩემს მიზეზებს გეტყვით
1. ვახსენე ,,პარტკომი,, და ესაა ჩემთვის ამ საქმეში აბსოლუტური პასიურობის უმთავრესი მიზეზი. დაკვირვებაც და შედეგის გაგებაც კი არ მსურს ამ პროცესის შესახებ, რასაც ,,პარტკომის არჩევნები,, ჰქვია.
დიახ, მე ვთვლიდი და ვთვლი რომ პარტიის თავმჯდომარეც და მისი საბჭოც უნდა აირჩიონ პარტიის წევრებმა.
მაგრამ
ამ არჩევანს და იმ პოსტს, რასაც ირჩევ რა დატვირთვას, რა ფუნქციას მისცემ ან გინდა მისცე, აი ეს წინასწარ უნდა იყოს ნათელი.
,,ნაციონალების,, შემთხვევაში, ისევე როგორც ეს ,,ოცნების,, თუ ,,გირჩების,, თუ ყველა, აბსოლუტურად ყველა პარტიის შემთხვევაშია, ეს ფუნქცია ნათელია და ნიშნავს ,,ბოსი,, ,,მეფე,, ,,ერთპიროვნული მმართველი,,
ადრინდელ ,,პარტკომებსაც,, კი სსრკს დროს, ჰქონდათ რაღაცა ფუნქციურად გადანაწილებული, იკრიბებოდნენ რეგულარულად მინიმუმ თვეში ორჯერ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, აი შენს ფუნქციაში რა გააკეთე და აი შენს ფუნქციაში რაო.
აი ამის სურვილი არაა არცერთ პარტიაში.
ეს ,,დასავლური ჩმორი დემოკრატია,, კიარაა ან ,,ლიბერასტობა,,
ესაა ბუნებრივი, ჩვეულებრივი და წარმატების მომტანი მეთოდი, რომელიც აუცილებელია ფაქტობრივად ნებისმიერი სახის მუშაობის დროს.
ფუნქციების გადანაწილების, პასუხისმგებლობრივი ფუნქციური მიდგომის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ, გარდა იმისა რომ
დაწერო ლექსი, ან რომანი,
დაკომპონირო მუსიკა, შეაფასო ხელოვნების ნიმუში თუ კერძი – ამას არ ესაჭიროება ფუნქციურ პასუხისმგებლობრივი გადანაწილება. ამას ერთი ადამიანი აკეთებს და ორის დაწერილი რომანი იშვიათადაა კარგი.
საქმეს კი, კონკრეტულ აღმშენებლობით საქმეს კი აკეთებენ ერთად.
მეცნიერულ კვლევა იქნება თუ სახლის აშენება თუ ,,პარნიკის მოვლა,, თუ რაც იქნება, აკეთებენ ერთად.
აი ეს მიდგომა არაა ზოგადად და არააქვს ჩემთვის პირადად არავითარი აზრი რაიმე ტიპის არჩევანს ამ გარემოებაში.
2. მეორე მიზეზია ის, რომ ჩემთვის ახლა და ამ ეტაპზე აბსოლუტურად პრიორიტეტულია საქართველოს პრეზიდენტის ფიზიკური გადარჩენა.
აქ არ არსებობს ჩემთვის ,,შუაშისტი,,
ან პოზცია ,,კი არ უნდა მოკლან, მაგრამ, მასე ყველა ციხეში მჯდომს ხომ ვერ გავათავისუფლებთო,,
ამ თემაზე არ არსებობს ,,შუა,, ისევე როგორც რუსეთის დამპყრობლური ომის შეფასებაში არ არსებობს ,,შუა,,.
აი ეს პრიორიტეტი ვერავისთან ვერ დავინახე, გარდა ბატონი მუმლაძისა, მაგრამ, აქაც პრობლემა ისაა, რაც ზემოთ, პირველ პუნქტში ვახსენე და ესაა ,,მარტოსულობა,,
,,მე დავიხსნი,,
არადა, საქართველოს პრეზიდენტს ვერაფერი და ვერავინ ვერ დაიხსნის.
აქ მხოლოდ ,,მრავლობითის ფორმაა,, მისაღები და აქ არ იგულისხმება ,,ხალხი,, ან ,,მომხრე,, ან ,,ამომრჩეველი,, აი ეს ერთი მხარეა.
მეორე მხარეა პარტია.
პარტიას შეეძლო აქამდე ბევრის ორგანიზება, საკუთარი სახელით, ან ,,ევროპის სახალხო პარტიის,, ეგიდით შეექმნა ,,პოლიტპატიმრების გათავისუფლების ჯგუფი,, ან რაღაც მსგავსი. ამ ჯგუფში გაეერთიანებინა ოჯახიც, მომხრეც, პარლამენტარიც და უფლებადამცველიც.
ფაქტია რომ არ გააკეთა.
მესამე მხარეა ,,ოპოზიციური პარლამენტარები,, რომლებთაც აქვთ წარმომადგენლობა მაგალითად ევროგაერთიანებაში.
თუ პარტია არ აქტიურობს, მათ შეეძლოთ აქტიურობა, გინდათ ერთ პარლამენტარსაც. უნდა მიემართა ყველა დაინტერესებული მხარისთვის და თუ უარს ეტყოდნენ, გვეცოდინებოდა რომელ მხარეს არ სურს ეს საქმე.
არც ეს მოხდა.
და არ მოხდა არა იმიტომ რომ ვიღაცა ზარმაცია.
ან ვიღაცას მართლა შეთქმულს ამ ზემოხსენებული მხარეებიდან მართლა სურს რომ პრეზიდენტი მოკვდეს.
ეს არ მოხდა იმიტომ რომ ვერაა გაცნობიერებული ფუნქციების და საქმის კეთების რამდენიმე ზურგზე გადანაწილების აუცილებლობა.
ვერაა გაცნობიერებული ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობა.
სახლს ვერც არქიტექტორი, ვერც ინჟინერი, ვერც ,,პრარაბი,, ვერც მშენებელი, ვერც ვერავინ მარტო ვერ ააშენებს.
ამ საქმეს რამდენიმე პროფესიის ადამიანის შეთანხმებითი მუშაობა ესაჭიროება.
აი ამ უბრალო ფაქტის გაცნობიერებას ვერ ვხედაავ ქართულ პოლიტიკაში და ამიტომაც ჩემთვის პირადად არავითარი აზრი არ გააჩნდა, თუ ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე.
გამოსავალი?
პრობლემის გადაწყვეტა?
არ ვიცი ნამდვილად.
განათლების პრობლემა რომ არაა, აი ეს ვიცი.
წესიტ და რიგით სკოლის რაღაც ასაკიდან ბავშვმაც კი იცის, თუ როგორ კეთდება საქმე, წესით უნდა იცოდეს, წესიტ სკოლამ მაინც უნდა ასწავლოს ერთობლივი ქმედების აუცილებლობა.
ალბათ აქედან დასაწყებია ეს საქმე….
აბა მიშა?
მიხეილ სააკაშვილმა, როგორც აქ ერთმა მეგობარმა, მგონი დარინამ თქვა, დაიწყო ერთი კაცის რევოლუცია.
მიხეილ სააკაშვილი დღეს აბსოლუტურად მარტოა და ეს იმიტომ რომ, ის ადამიანები, რომელთაც გული შესტკივათ მის სიცოცხლეზე, ვერ ახერხებენ ერთიანი საქმის კეთებას და ამიტომ, ასე გათითოებულნი ისე პატარები, ისე უძლურები არიან, რომ არ ჩანან, ვერც გამოჩნდებიან.
ეს ,,თავის მართლება,, კი არაა, არამედ რეალობის და ფაქტის აღიარებაა.
რეალურად და ფიზიკურად როგორ გინდა გაატავისუფლო ადამიანი წამებიდან?
ან უნდა მიხვიდე, მოხსნა ბორკილი და გამოიყვანო.
ან დამაბორკილებელი უნდა აიძულო რომ ეს საქმე მან გააკეთოს.
ვერცერთი ეს საქმე ვერ გაკეთდება ისე, როგორც ეს წარმოუდგენიათ მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვაში.
ტრაგიკული ფაქტია
ტრაგილული რეალობაა”
კომენტარები