მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა:
„ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია”
კომენტარები