ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სადაც კი რაჭა-ლეჩხუმი გაჟღერდება, ყურადღებას ვძაბავ ხოლმე. ჰოდა, ტელევიზორის პულტის წვალებისას რაიმე კარგი კინოფილმის ძიებაში, შემომესმა ეს სიტყვები და დავყოვნდი. აღმოჩნდა „მთავარი არხი“ და გაბუნიას გადაცემა. დამაინტერესა, რა კონტექსტში ახსენებდნენ ამ კუთხეებს.
თურმე, ნუ იტყვით და ძალიან „შეწუხებულები“ ყოფილან ონში კასკადის მშენებლობის პერსპექტივით, რიონის „გაქრობით“ და ნამოხვანჰესის პროექტის დამტკიცებით !!!
ოეე, მე თქვენი ორტრ…კა თავებზე ვირბინე, როცა მიხუილამ დაამტკიცა სვანეთში გიგანტური ჰესების მშენებლობა, რასაც ჩაება ლეჩხუმშიც და რაჭაშიც არაერთი მსგავსი ობიექტების პროექტები, მაშინ იძახდით „კარგია და საჭიროაო“, ვინც ვაპროტესდებდით და ვაპროტესტებთ მუდამ, იმათ „სიბნელის მოციქულებს და პროგრესის მოწინაღმდეგეებს გვეძახდით“, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მთელი 8 წელი „წყალი ჩაიგუბეთ პირში“, ამ თემაზე საუბარს იგნორირებას უკეთებდით (იყო იქ ნაც-შმაცების ინტერესები), რადგან არ გინდოდათ ისე გამოჩენილიყო, რომ 180 გრადუსით შეიცვალეთ პოზიცია და ახლა გგონიათ, რომ სკლეროზი დაგვეწყო და ამიტომაც გახდა თქვენთვის ეს საკითხი „მტკივნეული“ ?
არ გამოვა თქვენგან „ობიექტური და თავისუფალი“ მედიასაშუალება, ისევე როგორც ინდაურისგან არწივი !!!”
კომენტარები