თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშდოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობისსასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად – განსაკუთრებული ფოკუსით მწვანე ინვესტიციების დაფინანსებაზე.
EBRD-თან აღნიშნული თანამშრომლობა პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც წამყვანი საბანკო ჯგუფის, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მხარიდაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესების მდგრადგანვითარებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის დედოლარიზაციას.
ლარში დენომინირებული სესხის მიღებით, იზრდება ადგილობრივ ვალუტაში ფინანსირებაზე ხელმისაწვდომობა, რაც კერძო სექტორისგანვითრებისთვის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, მოზიდული დაფინანსება, თიბისის საშუალებას აძლევს შეუფერხებლად განაგრძოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების უზრუნველყოფა გრძელვადიანი, ადგილობრივი ვალუტის სესხებით.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ფოკუსირებული იქნება ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და კლიმატისადმი მდგრადი პროექტების დაფინანსებაზე, რაც ხელს შეუწყობს კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოში დაგაამყარებს თიბისის მოწინავე პოზიციებს მწვანე დამდგრადი ფინანსირების მიმართულებით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში, ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის დაენერგეტიკის სფეროებში, 5.3 მილიარდ ევროზე მეტიოდენობის ინვესტიცია განახორციელა, ჯამში 301 პროექტში, რომლის 82% კერძო სექტორზე მოდის.
(R)
კომენტარები