იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი:
“ძალიან მიკვირს იმ ხალხის, რომლებსაც პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს იმედი ჰქონდათ. ინსპექტორთან დაკავშირებით რეორგანიზაციაც და “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონიც მისაღები აღმოჩნდა მისთვის. რაც მე პირადად არ მიკვირს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა ღია წერილიც კი გაავრცელეს ამ უკანასკნელ საკითხზე, მან იქ დასახელებული მთელი რიგი არგუმენტები და აშშ-ის საელჩოს კრიტიკა მხედველობაში არ მიიღო. პრეზიდენტი როდესაც ამბობს, რომ “მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ”, ეს ნაწილი როგორი ტყუილი დაპირებაა ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესზე. შესაბამისად ამ სიტყვებს რეალური შინაარსი არ გააჩნია, რადგან “დიდი ყურადღება” მექანიზმი არ არის.”
კომენტარები