რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” ჯგუფის ხელმძღვანელზე, მამუკა მამულაშვილზე ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა, Tass.ru ავრცელებს.
რამდენიმე თვის წინ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მამულაშვილი “ქართული ლეგიონის” 70-ზე მეტ წევრთან ერთად დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ.
როგორც რუსული პროპაგანდისტული გამოცემა წერს, მამულაშვილს ბრალად ედება “უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და დაქირავებული სამხედროების გაწვევა.” მათივე ცნობით, საგამოძიებო კომიტეტის მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია, რომ მამუკა მამულაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით იძებნება, თუმცა არ არის დაზუსტებული კონკრეტულად რომელი მუხლით მიმდინარეობს ძებნა.
რუსეთის მხრიდან მის მიმართ ძებნის დაწყებას “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და წერს:
“მიკვირს ოცნებას როგორ დაასწრეს”
კომენტარები