„ნაციონალური მოძრაობა“ პარპაშის, ლაგამამოუდებელი ძალადობის, უბედურების იმ საბურველშია გახვეული, რომელიც თავს მოახვიეს ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„როცა ბატონი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“, როგორც ოპოზიციაზე საუბრობდა და ხაზს უსვამდა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებით ქვეყანაში რადიკალიზმი შემცირდება, აქ პირველ რიგში ამბობდა, რომ ამგვარი „ნაციონალური მოძრაობა“ სხვანაირად წარმოუდგენელია, მათი არსებობა პოლიტიკურ სივრცეში, პირველ რიგში არ აწყობს ამ ქვეყანას. ოპოზიცია, რომელიც მუდმივად მუშტის მოღერებით გესაუბრება, რომელიც მუდმივად გადაჭრილია რადიკალიზმში, რომელსაც არ შეუძლია ელემენტარული ურთიერთობა, თუნდაც პარლამენტში დიალოგი, რომელსაც არ შეუძლია თვალი გაუსწოროს იმას, რომ 10 წლის წინ დამარცხდნენ არჩევნებში და იქიდან მოყოლებული 9 არჩევნები წააგეს, ვერ ეგუებიან ამას. „ნაციონალური მოძრაობა“ პარპაშის, ლაგამამოუდებელი ძალადობის, უბედურების იმ საბურველშია გახვეული, რომელიც თავს მოახვიეს ქვეყანას. ჩემო ძმებო და დებო, ქვეყანა იმ უბედურებაში, რაშიც თქვენ ამყოფეთ ადამიანები 9 წლის განმავლობაში, აღარ დაბრუნდება, გამორიცხულია ეს ამბავი. ერთადერთი გზა იმისა, რომ ხელისუფლებაში ვინმე მოვიდეს ამ ქვეყანაში და შეიცვალოს მმართველი ძალა, არის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ჩვენი მმართველობის განმავლობაში არაერთხელ ჩატარდა. ხომ ხედავთ, როგორ ძალადობენ ეს ადამიანები ერთმანეთზე. მიკვირს, თუ ასე ეზიზღებოდათ ერთმანეთი ამ ადამიანებს, როგორ იყვნენ ერთ ჭერქვეშ და შენს გვერდზე მდგომი ადამიანი ასე რომ გეზიზღება, შენ რისი მომტანი ხარ საზოგადოებისა და ქვეყნისთვის?!“
კომენტარები