მილანში ქართველმა მანეკენს 1 000-ევროიანი სათვალე მოხსნა და მოიპარა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. შემთხვევა 18 ოქტომბერს, Via Berchet-ში მოხდა.
ორი ქურდი მაღაზიაში ჩვეულებრივი მომხმარებლის მსგავსად შევიდა, ერთ-ერთი მანეკენს მიუახლოვდა, მოხსნა სათვალე და ტანსაცმლის ქვეშ დამალა. შემდეგ, როდესაც მათ მაღაზიიდან გასვლა სცადეს, ერთის დაკავება მოახერხეს, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. თანამზრახველმა გაქცევა მოახერხა.
43 წლის კაცის გაჩხრიკეს და აღმოაჩინეს მოპარული მზის სათვალე, რომელიც დაახლოებით, ათასი ევროს ღირებულებისაა. მოპარული ნივთი უკან დააბრუნეს.
კომენტარები