“ჩვენ გვაშფოთებს [რუსული] კანონის აღსრულება… არაა გამორიცხული [დამატებითი ნაბიჯები]”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სახდეპში გამართულ პრესკონფერენციაზე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ საუბრობს. მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება – მილერი აშშ-ის მხრიდან დამატებით ნაბიჯებს “არ გამორიცხავს”.
“საქართველოს მთავრობა ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს.
ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი”, – ამბობს მილერი და იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გადახედვის პროცესშია და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის – პარტია “ქართული ოცნების” წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა”, –აცხადებს მილერი.
,,მთავარი არხი”
კომენტარები