ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს განზრახ თანხის გაფლანგვისთვის 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლემ დამნაშავედ სცნო ამავე საქმეზე დაკავებული სხვა პირებიც სამსახურებრივ გულგრილობის მუხლით.
ვლადიმერ ხინჩიგიშვილს, ბაგრატ მანველიძეს, თენგიზ პეტრიძეს, ბაგრატ ხალვაშს დაეკისრათ ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით, ეგარსლან ლომაძეს მიესაჯა 1,6 წელი, ხოლო არჩილ ვანაძე სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა სასამართლოს დარბაზიდან.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ყოფილ მერს, ვიცე-მერს, მინისტრების მოადგილეებსა და სხვა მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ივნისში შეუფარდა.
მათ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ ბრალი. საუბარია 1 370 076 ლარზე.
კომენტარები