ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“გუშინ ვუსმენდი ანდრეი ილარიონოვს.
ის ვაშინგტონში ცხოვრობს. საკმაოდ ინფორმირებული ექსპერტია და რაც მთავარია, პუტინს იცნობს კარგად.
ილარიონოვი ამტკიცებს, რომ უახლოეს დღეებში (!) პუტინი გეგმავს გენერალურ შეტევას, ოღონდ არა დონბსაზე (ცრუ მანევრიაო იქ) არამედ ბელორუსეთიდან და შავი ზღვიდან…..ლვოვის მიმართულებით!
მათ შორის დიდ სადესანტო ოპერაციასაც ლვოვის მიდამოებში.
ილარიონოვის თქმით (ალბათ ამერიკელ სამხედრო ექსპერტებთანაც ექნება `გავლილი` თემა) ლვოვი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური კვანძი, რომლის გადაკეტვის გარეშე უკრაინა მალე მიიღებს შეტევით (!) იარაღს: ტანკებს და ჯავშანმანქანებს.
ილარიონოვის ვარაუდით, მეორე გენერალური შეტევა კიევზე და დონბასზე განვითარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც (თუ) გადაიკეტება ლვოვის ლოჯისტიკური კვანძი.
დაბომბვებით და სარაკეტო დარტყმებით ამ სამხედრო ამოცანის გადაჭრა გამორიცხულია, რადგან თუ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებ, კონვენციური იარაღით რკინიგზის და საავტომობილო ტრასების განადგურება შეუძლებელია (იოლად აღადგენენ) იმ ხარისხით, ამან `ლოჯისტიკური ჯაჭვი` დაბლოკოს.
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯარით გააკონტროლებ მარშრუტს.
ეს არგუმენტი რომ რელევანტურია, იოლად მტკიცდება: ხომ სცადა პუტინმა უკრაინული ენერგეტიკის განადგურება სარაკეტო დარტყმებით? მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ჯერ ერთი, ბრწყინვალედ მუშაობს ანტისარაკეტო სისტემა და მეორე, რაც მთავარია, ხდება დაზიანებული ხაზების და კვანძების სწრაფი აღდგენა.
ამიტომ `შუქი` კი ითიშება, მაგრამ მალევე ბრუნდება: წყვდიადი არ არის უკრაინაში, საბედნიეროდ.
ილარიონოვი მსჯელობს ძალიან ლოგიკურად (იოლად იპოვით `თუბზე`), როცა ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიმპტომს მომავალი გენერალური შეტევისა.
თუნდაც გენშტაბის უფროს გერასიმოვის დანიშვნა `მიმართულების სარდლად` და სხვა.
ერთი საინტერესო დეტალი:
ილარიონოვი სვამს კითხვას:
ვინ დაადგინა, რომ მობილიზაციისას მართლა 300 000 გაიწვიეს და არა მილიონი?
სად აღირიცხა ეს?
საიდან უნდა იცოდეს თვით გაწვეულმა ან ასერთოდ ვინმემ, რომ 256 789-ეა თვითონ და არა 705 265-ე?!
ამით ილარიონოვი ამბობს (მართლაც ლოგიკურია), რომ რეალურად პუტინმა სექტემბრის მობილიზაციით არმია იმდენად გაზარდა, უკვე შეუძლია სცადოს (!) ასეთი ოპერაციების განხორციელება;
და 3 თვე მოანდომა მობილიზებულთა მომზადებას, მათ შეიარაღებას.
მილიონი ან მილიონნახევარი – უკვე ძალიან დიდი ძალაა: მეორე მსოფლიო ომის მასშტაბისა.
ილარიონოვის თქმით, თუ შეტევა ლვოვის მიმართულებით წარმატებული გამოდგა, მაშინ NATO ან სამხედრო ძალით უნდა ჩაერიოს უშუალოდ, ან შეურიგდეს, რომ უკრაინული სახელმწიფოებრიობა განადგურდება.”
კომენტარები