პარტია“ მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ამბობს, რომ ის აღარ არის მომავლის ლიდერი:
„სააკაშვილი არასდროს გულზე არ მეხატებოდა, სულ თავიდან ვამბობ, ვარდების რევოლუციიდან. ახლაც მისდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია, არ მინდა ვაკრიტიკო, კაცი ციხეშია მაინც. ერთადერთი რის გამოც მინდა შევაქო, ყოჩაღ, რომ ასეთი შვილი {ედუარდ სააკაშვილი} ჰყავს გაზრდილი. ვინ მონაწილეობდა მის გაზრდაში და ვინ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ის არის სააკაშვილის შვილი და არის ძალიან გაწონასწორებული და ძალიან მოაზროვნე. ძალიან სწორი რაღაც თქვა, რომ სააკაშვილი აღარ არის მომავლის ლიდერი. სააკაშვილი ისტორიაში არის შესული თავისი ჯოჯოხეთური რაღაცებითაც და თავისი ძალიან ეფექტური რეფორმებითაც. ამოწურა თავის თავი, უბრალოდ ჭედავს პროცესს. პროცესის გაჭედვა თუ ვინმეს ეხმარება, ეხმარება „ქართულ ოცნებას“. რაღაც გარიგება იქნება და ეს წაადგება ქვეყანას… მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება. სააკაშვილი გარანტიების ფასად წავა სამკურნალოდ და აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რაც იქნება გაჯანსაღება „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ – არ შეიძლება მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობდეთ, რომ სააკაშვილი არის გმირი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
კომენტარები