არასამთავრობო ორგანიზაცია Femina–ს დამფუძნებელი, ნინო ბაისონაშვილი:
გუშინწინ ერთ -ერთ კაფეში (სპეციალურად არ ვასახელებ, რათა ისევ პერსონალს არ შევუქმნა პრობელემა) შევედი. პირველი, რაც შესვლამდე თვალში მეცა, სამუშაო საათებია – 9 დან 23 საათამდე. ნახევრად თვითმომსახურების ობიექტი. დამხვდა უზარმაზარი რიგი. ჩავდექი ამ რიგში და როცა ეს რიგი მომიწია, მიმტანი უბრალოდ ვეღარ საუბრობს, თავს ძალას ატანს, ლამის თვალები ეხუჭება, არც მომღიმარია და ცოტა შეფარულად აგრესიულიც. უცებ თავში მირტყამს კარზე ამოკითხული სამუშაო საათები და ვხვდები რაც ხდება. დავჯექი, ვისადილე და დაველოდე, როდის დასრულდებოდა ეს რიგი. მოვიფიქრე, გადავიფიქრე, მოვიფიქრე, გადავიფიქრე, ბოლოს დესერტის ყიდვა მოვიმიზეზე და ცხოვრებაში პირველად ვკითხე უცხო ადამიანს, რამდენად კმაყოფილი იყო სამუშაო პირობებით და ანაზღაურებით. კატასტროფა. არანორმალური მუშაობა, წამი არ აქვს, სულ ფეხზე დგას, ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს, შესვენების უფლება არ აქვს – ასე მითხრა და დღეში 40 ლარს უხდიან.
წარმოიდგინეთ, უბრალოდ თავი წარმოიდგინეთ. სინდისის ქენჯნა რომ გიჩნდება, რომ მომსახურებას იღებ, რომელშიც ფულს იხდი. რაღაც ასეთი გრძნობით დავტოვე იქაურობა.
მესამე დღეა იმ ქალზე უნებურად მეფიქრება, რომელიც არ ვიცი, ამ არაადამიანური შრომის პირობებს ვის, რის და რა იძულების გამო უძლებს და თან ვიცი ან ამაზე უკეთესად, იდეაში, რა ვიცი.
ამქვეყნიდან გამსვლელთა კი არა, დამრჩენთა რიცხვია უკვე გასაკვირი.
ბიზნესი მიმხვდარა, რომ ადამიანია მთავარი, რას ერჩი.”
კომენტარები