თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას დედა, სვეტლანა შატალოვა პირველ კომენტარს აკეთებს “ფორმულასთან” და ამბობს:
“დაკრძალვის შემდეგ ჩამოვალ და ამ საქმეს მივხედავ. მინდა, რომ ბავშვი ჩემთან, რუსეთში წამოვიყვანო. ახლა გავიგე, რომ ბავშვი მის ყოფილ ქმართან და მის მეუღლესთან არის – ეს მიუღებელია. შეიძლება ნებისმიერ დროს რამე დაუშავოს – უბრალოდ გაბრაზებულმა. ვითარება არანორმალურია, ბავშვს დედა არ ჰყავს. მე როგორც ბებიამ, ისიც არ ვიცი მექნება თუ არა შესაძლებლობა მისი ნახვის. საერთოდ არაფერი ვიცი, სახლში ვარ გამოკეტილი, ველოდები ჩემი გოგოს დაკრძალვას.
ამდენი დღე გავიდა და გამომძიებლები არაფერს ამბობენ. ბოლოს მკვლელობის ღამეს ველაპარაკე. ანასტასიას კონფლიქტი არავისთან ჰქონდა და არც მტერი ჰყავდა, თუმცა ბერიძესთან სულ კონფლიქტი ჰქონდა, სულ ეშინოდა მისი, ის ყოველთვის უთვალთვალებდა, ყოველთვის ეშინოდა გარეთ გასლა. ჩემი შვილი თავის მეგობრებს სწერდა, რომ თუ რამე დაემართებოდა, ეს ბერიძის ბრალი იქნებაო”
27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. მის საქმეზე 3 პირია დაკავებული.
წყარო – ფორმულა
კომენტარები