თამთა ნიგურიანი:
“არ გვინდა თქვენი შვილების გამოკვება ჩვენი ჯიბიდანო.
შემხვდა ასეთი კომენტარები.
საპატრიარქოს გამოკვება, ფეხბურთელების გამოკვება, მსახიობებისთვის ნარკოტიკების ყიდვა ურჩევნიათ ბიუჯეტის ხარჯზე.
რაში ჭირდებათ გამოკვებილი და ბედნიერი ბავშვები, რომლებიც მართლა ისწავლიან და ქვეყანას გამოადგებიან?
მოზარდობისას შიმშილი ხელს რომ უშლის ბავშვს სწავლაში, ეგ კიდიათ.
სკოლებში მათი შვილებიც შიმშილობენ, ვისაც ფული აქვთ, ბუფეტის არ ქონის გამო, ან ჯანქფუდს ჭამენ, რაც შიმშილზე ნაკლები ზიანის მომტანი არაა.
მე კი მინდა, ჩემი ჯიბიდან ბავშვის საკვებზე წავიდეს ფული და არა საპატრიარქოში, ან ფეხბურთში ან ვინახო ამდენი გაქსუებული კრეტინი პარლამენტსა და საკრებულოებში, რომლებიც არაფერს აკეთებენ.
სისულელედ მიმაჩნია აზრი, რომ მდიდრების შვილები არ გამოკვებონ უფასოდ, ვერ დაარეგულირებს ამას ჩვენი სისტემა, ვერა.
სოციალური სტატუსი არ აქვთ ოჯახებს, ვისაც აწვიმთ ოთახებში და ამ დროს აქვთ სამი და 4 ავტომობილის მფლობელებს.
და კორუფცუის და ნეპოტიზმის მოსპობას საუკუნეები ვერ დაველოდებით და ქართულ ჯიგრულ ჩაწყობებს.
ამიტომ, ჩემი აზრით თუ იქნება, ყველასთვის უნდა იყოს.
მართლა მდიდრებს ისედაც არ დაჰყავთ საჯარო სკოლაში ბავშვები და ვისაც დაჰყავს, თუნდაც ნორმალური შემოსავალი ჰქონდეს, ხარჯი აქვს აუტანლად დიდი.
ელემენტარულად პურს დაედო ცეცხლის ფასი.”
შეგახსენებთ, ქალაქში გამოჩნდა ბანერები, სადაც ნიკა მელიას წინასაარჩევნი დაპირებაა ასახული და წერია, რომ თუ მერი გახდება სკოლებში მოსწავლეების კვებას უზრუნველჰყოფს. მმართველი გუნდი მის დაპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქალაქის მერის ფუნქციაში ეს არ შედის.
კომენტარები