ექიმი, დათო ჩხარტიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კორონავირუსი გადაიტანა, წერს:
“დღეს მომრავლდა პოპულისტი ექიმები, თავისი ლაივ ჩართვებით, დაყენებული ღიმილებით, ჰაბიტუსით, დიქციით, ჰყავთ კიდეც უამრავი თაყვანისმცემელი, საქართველოში ხომ ფსევდოგმირობაზე იოლი არაფერია, მთავარია ცოტა ენა გიჭრიდეს და ცოტა გარეგნობა.
ამ პოსტით კი მე მინდა ერთი ,,უსახელო უფლისციხელი” ექიმი გაგაცნოთ. ეს Xvicha Abuladze -ა . ბათუმის BMC ჰოსპიტალის კოვიდ განყოფილების ექიმი. ადამიანი, რომელიც კლინიკაში ცხოვრობს, თავისი პაციენტების გვერდით. ვისაც ოდესმე კლინიკაში დაწოლა მოგწევიათ გეცოდინებათ როგორი მნიშვნელოვანია, როცა ყოველდღე სხვადასხვა ექიმი კი არ შემოდის, რომელმაც თქვენზე მხოლოდ ავდმყოფობის ისტორიაში ჩანაწერიდან იცის, არამედ ექიმი, რომელმაც გუშინც გნახათ, გუშინწინც, ზეპირად იცის შენი ჩივილი, განცდა თუ ანალიზის შედეგების თავისებურებები.
შემოდის დილით, შუაღამისას.. ვახშმობს თქვენს გვერდით და მოგმართავთ როგორც ძველ მეგობარს.
ასეთია ხვიჩა ექიმი, ყოველდღიურად 150 პაციენტის იმედი და ძალიან მაღალკვალიფიციური იმედი, გმირი მედიკი და უფრო დიდი ადამიანი. მადლობა მას ჩემი სიცოცხლისთვის, ასობით სხვა სიცოცხლისთვის და იცოდეთ ასეთებზე დგას ქართული მედიცინა, თქვენი სიცოცხლე და საბედნიეროდ მრავლად გვყავს ასეთები.
p.s. მადლობა ბათუმის BMC ჰოსპიტალის კოვიდ განყოფილების ბრყინვალე გუნდს”
კომენტარები