სამოქალაქო აქტივისტი, დამფუძნებელი ,ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმა”, ლაშა დიაროვი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ერთი რამ მინდა დავწერო, ამ თემაზე არასდროს მისაუბრია, უბრალოდ გუშინ სუსის ტელევიზიებმა უკადრებელი იკადრეს და მინდა ეს ისტორია ყველამ იცოდეთ.
გიორგი ვაშაძე უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საომარ ზონაში მყოფი ქართველების დახმარებით აქტიურად იყო დაკავებული, იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი ამას. ბევრი უკრაინიდან მშვიდობით გამოსული ქართველი დამეთანხმება ამაში.
გარდა ქართველებისა გიორგი ვაშაძე არაერთ უკრაინელს დაეხმარა, მათ შორის იყო 9 თვის ფეხმძიმე უკრაინელი, რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე ვაშაძეების ოჯახში ცხოვრობდა და თბილისში გახდა დედა.
გიორგი ვაშაძე გახდა პატარა უკრაინელის ნათლია და დღესაც გვერდში უდგას მათ და სხვა არაერთ უკრაინელს.
ვაშაძეზე მეტი უკრაინელებისა და უკრაინაში მყოფი ქართველებისთვის ცოტას თუ ექნება გაკეთებული, სწორედ ამიტომ სუსის ტელევიზიებმა მას დააბრალეს ის, რასაც ებრძვის მთელი ცხოვრებაა. ეს კაგებეს ცნობილი მეთოდია.
არ აჰყვეთ რუსულ პროპაგანდას მეგობრებო!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
კომენტარები