შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას “ფეიკ” ნიუსს უწოდებს:
„მინდა, გამოვეხმაურო მორიგ „ფეიკ“ ნიუსს, ვითომდა კორუფციული სქემა რომ გაშიფრეს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე პირბადეების ბიზნესში „ამხილეს“.
კომპანიასთან, რომელთანაც მინისტრის მოადგილის დაკავშირება სცადეს, კახა საბანაძეს არაფერი აქვს საერთო, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მეწილე უბრალოდ მისი მოგვარეა.
ასეთი ინფორმაციის ტირაჟირება არის მორიგი მავნებლობა, ფეიკ ნიუსის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი“.
“ალია”: – თუ “ფეიკია”, დაამტკიცეთ და უჩივლეთ, თუ ეს ცილისწამება გგონიათ და შსს-ს თავისი თანამშრომლის “ცილისწამებაზე” კანონიერად არ მოახდენს რეაგირებას – მოქალაქემ როგორღა იპოვნოს სამართალი?
აბა, ასე სიტყვაზე ვენდოთ? – ერთი ამბობს, რომ კავშირშია, მეორე ამბობს, რომ უბრალოდ მოგვარეა…
კარგი, რახან, კანონის მიხედვით არ გსურთ რეაგირება, იყოს ლინჩის წესი და ხალხმა აირჩიოს:
გთხოვთ, დაწეროთ კომენტარებში, როგორ გგონიათ, არის თუ არა რომელიმე მაღალჩინოსანი (მათ შორის შსს-ს) გარეული ქართული პირბადეების ბიზნესში?
ალია
კომენტარები