ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვდა, ამბობს:
“მინდა, გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ბოლო პერიოდში ადმინისტრაციის მეშვეობით გავრცელდა საკვების მიღებასთან დაკავშირებით. ამ ამბის მთელი ანატომია ყოფილა ასეთი. როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად დეპარტამენტის უფროსი შევიდა, ურჩია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა და უთქვამს, რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოო. ამის შემდეგ მას შეუძენია ხუთი ცალი 50 მგ-იანი, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამით სპეკულირებენ და შეიძლება, ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მაქვს და ოთხი ცალი აქტზე ხელისმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო.
ასე რომ, ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება. ხუთი ქილიდან ოთხი დააბრუნა”
კომენტარები