მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას, ვიბრძოლებ თქვენი მომავლისთვის, – ამის შესახებ წინასწარი შედეგებით მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხდა.
მისივე თქმით, ეს არის დიდებული გამარჯვება ამერიკელი ხალხისთვის და ოქროს ხანა ქვეყნისთვის.
„მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში. ახლა ჩვენ მივაღწევთ ახალ დონეს რადგან, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ქვეყანას განკურნებაში. ჩვენს ქვეყანას დახმარება სჭირდება. გამოვასწორებთ ჩვენს საზღვარს და ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ისტორია გარკვეული მიზეზით დაიწერა, ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები, რომლებსაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას, ნახეთ, რა მოხდა, ეს სიგიჟეა, მაგრამ ეს პოლიტიკური გამარჯვებაა, რომლის მსგავსიც ჩვენს ქვეყანას არასდროს უნახავს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის , რომ ამირჩიეთ თქვენს 47-ე პრეზიდენტად. თითოეული მოქალაქისა და მათი ოჯახისთვის, თქვენი მომავლისთვის ვიბრძოლებ. თითოეულ დღეს ვიბრძოლებ თქვენთვის, მე არ გავჩერდები, ვიდრე არ მივაღწევთ, ძლიერ, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. ეს ნამდვილად იქნება ოქროს ხანა ამერიკისთვის, ეს არის დიდებული გამარჯვება ამერიკელი ხალხისთვის, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, კვლავ დიდებული გავხადოთ ამერიკა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა საკვანძო შტატებს ჩრდილოეთ კაროლინას, ჯორჯიას, პენსილვანიისა და ვისკონსინის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა მეუღლეს, მელანია ტრამპსა და ოჯახის სხვა წევრებს.
„ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლევამოსილი მანდატი. ჩვენ დავიბრუნეთ კონტროლი სენატზე. არავინ მოელოდა ასეთ გამარჯვებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას. და ასევე როგორც ჩანს, ჩვენ შევინარჩუნებთ კონტროლს წარმომადგენელთა პალატაშიც“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები