ყოფილი დეპუტატი პაატა ჯიბლაძე:
,,სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს..დღეს კონკურენციის სააგენტოს უფროსმა კახა ლექვინაძემ გააკეთა განცხადება რომაო, დღეიდან ვიწყებ მოკვლევას უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში რატომ იყო საწვავის ფასები გაზრდილი და რაიმე კარტელურ გარიგებებს ხომ არ ჰქონდა ადგილი,რათა დამნაშავეები ფინანსურად დავსაჯოთო 🙂 მე მგონი ამ სააგენტოს ხელმძღვანელს სიცხემ შემოუტია…შე მამაცხონებულო, ექვსი თვის განმავლობაში საწვავის იმპორტიორი კომპანიები უსირცხვილოდ ყვლიფავდნენ უსაშველოდ გაზრდილი ფასებით მოსახლეობას და როდესაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად ფასი დააკლეს ეხლა იწყებ შესწავლას? მინდა მივმართო ბატონ პრემიერს და მმართველი პარტიის ლიდერებს, რატომ ინიშნებიან ეკონომიკურად ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე ისეთი ადამიანები, რომელთა დაყენებული სახით გაკეთებული ,,კომპეტენტური ” განცხადებები ნეგატიურად განაწყობენ თქვენს მიმართ თქვენს მხარდაჭერებსაც კი?”
კომენტარები