ამ წუთებში ინფექციური პათოლოგიის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას აკეთებს:
ამ წუთში ინფექციური პათოლოგიის ცეტრში იმყოფება 34 პაციენტი, მათგან ერთს ჰქონდა ახალი კორონავირუსით დადასტურებული ინფექცია და კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა.
პირველი იყო მამაკაცი 50 წლის დაახლოებით, რომელსაც შესთავაზეს გადმოყვანა ჩვენს კლინიკაში, მხოლოდ იმიტომ რომ იგი იმყოფებოდა კობში.
მეორე არის 31 წლის ქალი, რომელ ქართველ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში იყო, სადაც არ არის ბევრი ინფიცირებული.
მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არანაირი ჩივილი არა აქვს, არც ტემპერატურის მატება, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია.
მინდა გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი
- კორონავირუსით ინფექია, მხოლოდ ერთ მეხუთედ შემთხვევაში მიდის მძიმედ, ხოლო 80 პროცენტში მიდის საშუალო სიმძიმით და უსიმპტომოდაც კი. ამის მაგალითია ის, რომ ორივე პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა, ორივე იყო უსიცხოდ. მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ ჩვენთან, რომ მაღალი რისკის ქვეყნებში იყვნენ. უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს, ვინც სიმპტომურია, ის წევს, ძალაუნებურად იზოლირებულია, ის ვინც უსიმპტომოა, მას არავინ ერიდება და არც თავად ერიდება.
- ამ ინფექციას ახასიათებს თავისებურება, სხვა რესპირატორული დაავადება შეიძლება დაიწყოს მძიმედ და გაგრძელდეს მძიმედ, ან დაიწყოს მსუბუქად და არ გართულდეს, ახალი კორონავირუსი კი შეიძლება დაიწყოს მსუბუქად, უსიმპტომოდ, შემდეგ დამძიმდეს ერთი კვირის მანძილზე.
კომენტარები