ნიკოლოზ მეტრეველი, ნიკოლოზ სააკაშვილის წერილს ეხმაურება და წერს:
“მინდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მამის, ბატონ ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას გამოვეხმაურო:
ნებისმიერი პატიმრის მშობელი ( რაოდენ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული არ უნდა იყოს ) ბუნებრივ თანაგრძნობას უნდა იწვევდეს.
მაგრამ ბატონი ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვა დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში თანაგრძნობას ვერ მოიპოვებს მისი შინაარსის ეგოიზმის და ცინიზმის გამო.
არ არსებობს ალბათ საქართველოში ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ პატიმარ სააკაშვილის მამამ არ იცოდა, რა საშინელებებს სჩადიოდა მისი შვილის მიერ საქართველოს ისტორიაში შექმნილი, ყველაზე ბინძური და სამარცხვინო რეჟიმი. როდესაც ბატონი ნიკოლოზი საკუთარი შვილის ციხეში მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკობს, ვერ დავიჯერებთ, რომ მან არ იცის რა სახის და ფორმის სისტემურ დანაშაულებებს სჩადიოდნენ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მისი უახლოესი ე.წ. თანამებრძოლები ქართულ პენიტენციურ სისტემად წოდებულ, მათ მიერ შექმნილ წამებისა და სიკვდილის ბანაკებში.
ბატონო ნიკოლოზ, როდესაც პრეზიდენტს, ხელისუფლებას, საზოგადო მოღვაწეებს და ზოგადად, ქართულ საზოგადოებას ჰუმანიზმისაკენ მოუწოდებთ, ვფიქრობ:
- ცხადია მშობლები სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ აგებენ შვილების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, მაგრამ არსებობს მორალური პასუხისმგებლობაც, რომელიც ძალიან ხშირად სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მაღალია.
- ჯერ მადლობა უნდა მოიხადოთ თუნდაც იმისათვის, რომ თქვენი შვილის და მისი “პარტიის“ მიერ შექმნილი სისტემა საქართველოში აღარ არსებობს.
- გვარებით და სახელებით არ შეგახსენებთ ( ეს ამ ადამიანებისთვისაც ძალიან მძიმეა ), თქვენი შვილის რეჟიმის მიერ ნაწამებ ადამიანებსაც ჰყავდათ მშობლები, შვილები, მეუღლეები, ნათესავები და ახლობლები.
- არავის სმენია თქვენგან ათი წლის მანძილზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი ათასობით ადამიანს აწამებდა, და კლავდა არა თუ პროტესტის არამედ თანაგრძნობის ერთი ფაქტიც კი. იმ პერიოდში თუ მრავალი სხვა ადამიანის მსგავსად რეპრესიების გეშინოდათ, ამჟამად თქვენი სინანული და თანაგრძნობა განადგურებული ქართული ოჯახებისადმი სრულიად უხიფათოა თქვენთვის.
- როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დანაშულებებზე მიგითითებთ, ამას შურისძიების მიზნით და მედიაზე დაყრდნობით არ მოგახსენებთ. ყოველივე ამას ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვხედავდი და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ვეწინააღდეგებოდი.
გარწმუნებთ, მესმის თქვენი შვილზე როგორც მამის გულისტკივილი. მაგრამ, გთხოვთ კარგად დაფიქრდით საკუთარი შვილის ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზედაც.”
“კ ლ ა ა ვ თ მიშას ?” – რა ეჭვებზე საუბრობს ნიკოლოზ სააკაშვილი?
კომენტარები