„სამწუხაროდ მდიდარი არ ვარ, მაგრამ მინდა ბევრი ფული ვიშოვო. მინდა კარგი საქმეები გავაკეთო ადამიანებისთვის, რომ მათ ნებაყოფლობით გადამიხადონ ფული“, – ამბობს ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
„მინდა ბევრი ფული ვიშოვო ლეგალურად, მორალურად გამართული გზებით და პოლიტიკაში, მაგრამ ისე არა, როგორც ქართველი პოლიტიკოსები მდიდრდებიან. მინდა კარგი საქმეები გავაკეთო ადამიანებისთვის, რომ მათ ნებაყოფლობით გადამიხადონ ფული…
ბევრი ფული კარგია იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად აკეთო ის, რისი კეთებაც გსიამოვნებს. ფული არ არის ცხოვრებაში მთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბოლომდე დაიხარჯო იმის საკეთებლად, რაც გამოგდის. როცა ფულს პატიოსანი გზებით შოულობ, ესეიგი ბევრი კარგი საქმე გააკეთე და ადმიანებმა დაგაჯილდოვეს. შენს დაფასებას ხედავ“
კომენტარები