სოციალური ქსელის მომხმარებელი, კობა ნაროუშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“93 წლის 27 სექტემბრიდან მოყოლებული 27 წელი ისე გავიდა სოხუმელებისათვის ყოველ წელს ველოდით დაბრუნებას.
ჯერ ვამბობდი აი მეორე კურსზე უკვე სოხუმში გადავიტან საბუთებს, მერე ვიმედოვნებდი რომ იქ დავიცავდი, მერე ველოდი რომ ჩემი შვილი სოხუმში დაიბადებოდა, მერე მინდოდა რომ სკოლაში იქ წასულიყო, მერე, მერე და მერე…
უკვე შვილი სკოლას ამთავრებს მალე, მე ჭაღარა შემომერია და ისევ და ისევ მხოლოდ მერე და მერე…
ახლა კი ყველაზე მეტად ისე მაინც მინდა მოხდეს, რომ უკვე მოხუცს ქართულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილს შვილიშვილი მიმყავდეს სოხუმის მთავარ მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.
ვასეირნო ბულვარში, გავასინჯო სოხუმის ნაყინი და მოვუყვე ამბები ჩემი ბავშვობიდან…
იმედია ოდესმე ასეც იქნება…
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
დიდება თავისუფლებას!
კომენტარები