ენმ-ის წევრი, გიორგი ბარამიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“სოხუმის დაცემის ტრაგიკული თარიღი ახლოვდება. სოხუმის აღების ოპერაცია დაგეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა და მისი შემადგენელი განუყოფელი ნაწილები იყო, როგორც ე.წ. მშვიდობისმყოფელების მიერ ზარბაზნების სოხუმზე თავდამსხმელთა (ჩეჩნური, რუსული, აფხაზური და სხვა შენაერთების გაერთიანებული ძალები) დასახმარებლად შეტრიალება, ასევე “ქართული მხარის” დაყოფა და დანაწევრება, ერთმანეთისა და ქვეყნის ღალატი.
რომ არა ეს სექტემბრის 16-ში განახლებული სოხუმზე შეტევა, ჩაფლავდებოდა და ჩვენ შევძლებდით მის დაცვასაც და ბევრად მეტსაც, ერთიანობის პირობებში, ფსოუმდეც გავიდოდით.
შეტევის პირველივე დღეს 16 სექტემბერს ჩავფრინდი იქ და ბოლომდე ჩემი თვალით წინა ხაზზე ვხედავდი რა და როგორ ხდებოდა. მინდა დღეს პატივითა და ძმური სიყვარულით გავიხსენო ის თვითოეული მებრძოლი და ქვედანაყოფები ვისთან ერთადაც იმ დღეებში სოხუმის დასაცავად მომიწია ბრძოლა.
სადესანტო/სადაზვერვო რაზმი “იუპიტერი” გუთუ ჯღამაიას ხელმძღვანელობით, მხედრიონის მებრძოლთა რაზმი “დეკა” თორნიკე ბერიშვილის მეთაურობით და ბატალიონი თბილისელი, დათო სართანიას და ცხონებული ირაკლი ბითაძის მეთაურობით. მინდა ყველა ჩვენი დაღუპული მებრძოლი და სამშობლოსთვის დაღუპული ძმა მოვიგონო და ვინც ცოცხლები დავრჩით, ყველა იმ ვაჟკაცთან ერთად, ისევ მათი სულების წინაშე ვთქვათ, რომ ჩვენ არ დაგივიწყებთ და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!
დიდება გმირებს! გაისად სოხუმში!”
![](https://www.alia.ge/wp-content/uploads/2020/09/bar1.jpg)
![](https://www.alia.ge/wp-content/uploads/2020/09/bar2.jpg)
![](https://www.alia.ge/wp-content/uploads/2020/09/bar3.jpg)
![](https://www.alia.ge/wp-content/uploads/2020/09/bar4.jpg)
![](https://www.alia.ge/wp-content/uploads/2020/09/bar5.jpg)
კომენტარები