„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა:
„პირადად ჩემთვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ნიშნავს იმას, რასაც ნიშნავს ნორმალური ადამიანებისთვის. არ მინდა ტყუილი ვთქვა, ვიღაც ჩათვლის, რომ ეს შესვლაა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეს არაა პარლამეტში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლა, არ არის პარლამენტის კონსტიტუციური საქმიანობა. იმისთვის, რომ პარლამენტში შეხვიდე როგორც წევრი, სულ სხვა რაღაცებია გასაკეთებელი. გვინდა ამის გაკეთება, განა შესვლა არ გვინდა.
ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს ხელისუფლებისკენ პირველი კონსტრუქციული ნაბიჯია, რომ შევცვალოთ არსებული ვითარება – შეიძლება ასე ფორმით დავეთანხმო ამას და ახლა ბურთი თქვენს მოედანზეა. ვიღაცები ამას შესვლას დაარქმევენ, ვიღაცები გაგვაკრიტიკებენ, რატომ არ შევდივართ.
მე რომ პარლამენტში იარაღით ჩავივლი, ადამიანებს ვეტყვი, რომ პარლამენტის წევრი ვარ და ამიტომ მაქვს იარაღის ტარების უფლება, თქვენც უნდა გქონდეთ. ამიხსენით, რატომ ხართ უფლებრივად ნაკლები, რომ არ გქონდეთ იგივე უფლება.
იარაღის გამოყენებას ვისწავლით, ყველამ არ ვიცით, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ვივარჯიშებთ. ყოველ შემთხვევაში, ვეცდებით ფრთხილად ვიყოთ, რომ არავინ დავაზიანოთ. მაგრამ, მიზანი არის, ადამიანებს დავანახოთ, რომ პარლამენტის წევრებს რაღაც უფლება აქვთ და მათ არ აქვთ. მე მინდა ყველას ჰქონდეს.
სწორედ იმის დემონსტრირებას ემსახურება ეს, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც იარაღის ლეგალიზაციას ითხოვს. გვინდა ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩანდეს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტი იყოს და არა ის, რომ ჩვენ მაგარი მსროლელები ვართ და თავს კარგად დავიცავთ იარაღით“
კომენტარები