პროკურატურა ამტკიცებს, რომ გივი თარგამაძეზე თავდამსხმელი დავალებებს მიხეილ სააკაშვილისგან იღებდა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
საგამოძიებო უწყების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდამსხმელი ირწმუნება, რომ თვალთვალის სანაცვალოდ, მას უკრაინაში თანამდებობებს ჰპირდებოდნენ.
განცხადება გააკეთა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ და განაცხადა:
„ძალიან საინტერესოა ეს დეტალები. გახსოვთ, რომ ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნების წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს. ამას სჭირდება დამატებითი გამოძიება და ამას სჭირდება ასევე ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს, საქართველოში, პირდაპირ ემუქრებოდა 18-წლიანი ციხე და ასეთ დროს, ის კვეთს ე.წ. მწვანე საზღვარს, ცდილობს, საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის არ შემოდის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად. ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ეს ფაქტი, თავისთავად, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური სიფრთხილე, საარჩევნო პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, თუმცა კიდევ ორი კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი ბოლომდე ასე მივიყვანოთ, მშვიდ გარემოში. ამისათვის გვჭირდება პროვოკაციების პრევენცია, მათ შორის, მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რაზეც გრძელდება საუბარი, სხვათაშორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული იმისათვის, რომ არა თუ მძიმე, ვერც ერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში.”
გივი თარგამაძე, წერს:
რა თქმა უნდა, პროკურატურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით ყველა მედიასაშუალების გამოყენებით საზოგადოებს ჩემს კომენტარს გავაცნობ. მაგრამ მანამდე მინდა სამთავრობო მედიებს საჯაროდ დავუსვა კითხვა – რადგან საკითხი ჩემი სიცოცხლის მოსპობის მცდელობის საქმეს ეხება, დაუშვებთ გამონაკლისს თქვენს პრინციპში და პირდაპირ ეთერს დამითმობთ?
მაინც შეგახსენებთ, ხეჩუაშვილი როგორც ჩაიბარეს, მაშინათვე დავაანონსე, რომ დღევანდელის მსგავს განცხადებას გააკეთებდნენ:
“ახლა თანხას ჩაახუტებენ, ისიც ჩაჯდება და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა დამავალაო” – გივი თარგამაძე
კომენტარები