“ტვ პირველის” ინფორმაციით, მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები ყველას უსმენენ, მათ შორის ლიდერებს, დეპუტატებს, პარლამენტარებს.
მედია აქვეყნებს სტენოგრამას, სადაც, მათი მტკიცებით, კახი კახიშვილი, 2020 წელს “ოცნების” დეპუტატთან საუბრისას, ამბობს:
“იცი როგორ მოიქცნენ? ძაღლს რომ ძვალს მიუგდებ, ისე გამოვიდა რა, ტიპმა, მდინარაძემ 4 დღის წინ რომ მოიწერა საერთო ჩათში კომიტეტის წევრობაზე დაგირეკავთ ადმინისტრაცია და უთხარით, რომელი კომიტეტი გინდათო, გამოვშტერდი, თავიდანვე ვიცოდი რომ კომიტეტის თავმჯდომარე უნდა ვყოფილიყავი. ამის შემდეგ 3 დღე ვურეკავ კობახიძეს და მდინარაძეს და არც ერთმა არ მიპასუხა. გუშინ ღამე დამირეკა კობახიძე, ხვალ 12 საათზეა შეხვედრა, 11-ზე მოდი და გავიაროთო., სად ხედავ შენ თავსო. იურიდიული გასაგებია-მეთქი, ანრი ოხანაშვილი გინდათ, თქვენიანია და თავდაცვასა და უშიშროებაში რა ხდება-თქო. იქო, ბერაია გვყავსო. ბერაია რა პონტში გყავთ-თქოი? ბერაიას უნდოდაო. მაშინ შესთავაზეთ ბერაიას ის, რასაც მე მთავაზობთ და დამნიშნეთ მის ადგილზე-თქო და არაო, არ გამოვა ბერაიასთანო. ბერაია სადაცაა, იქ უნდა იყოსო. სხვა შემოთავაზება არ არის-თქო და არა, ერთი ეს საპროცედუროაო და მეთქი, არ მინდა, ვიქნები უბრალო დეპუტატი-თქო. ისე გამოდის, არ მენდობიან და არ ვუნდივარ. 80 პროცენტი გადაწყვეტილი მაქვს, რომ პირველ სხდომაზე არ მოვიდე, მაგრამ მერე ბიძინას არ უთხრან, შეეშინდა იმ სირცხვილის “კორიდორის” და იმიტომ არ მოვიდაო.”
კომენტარები