ნიკა გვარამიამ „მთავარ აქცენტებში“ მონოლოგისას ისაუბრა, რომ მას ტრანსგენდერი ქალების ეშინოდა.
„მე მინდა აღიარება მქონდეს, ტრანსგენდერი ქალის ინტერვიუს ვუყურე და ამან მაიძულა ეს მეთქვა, რომ ვუყურე ძალიან შემრცხვა საკუთარი შეგრძნებების.
მანამდე მქონდა შეგრძნება, რომ ტრანსგენდერები მაშინებდნენ, მეშინოდა, როგორც რაღაც ზებუნებრივს რომ გადაეყრები.
მქონდა ფობია და ძალიან ვებრძოდი ამას საკუთარ თავში, ამას მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანებს ვეუბნებოდი. ამ ინტერვიუმ ეს დამაძლევინა და ამ შიშის შემრცხვა“
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სწორედ იმ ტრანსგენდერ ქალზე საუბრობდა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერიასთან თავის დაწვა სცადა.
კომენტარები