შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ჟურნალისტებთან, სოსო გოგაშვილის წერილზე, რომელშიც სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ უკანონო მოსმენების კრებსეს ივანიშვილს უგზავნიდა, საურობს და ამბობს:
“სიცრუეა, ტყულია. რატომ დაავალებდა ბატონი ბიძინა, ან რას დაავალებდა, არც იცნობდა.
ბატონ ბიძინასთან ვაგზავნიდი კრებსებსო, კრებსები აუდიოჩანაწერის ტექსტური ვარიანტია, ვინც არ იცის მოქალაქემ, მართლა გეუბნებით, უკანონო მოსმენები გამორიცხეთ.
უამრავი კრებსი, უამრავი აუდიომასალა, ახალი ოპერატიული მონაცემებია, ეს რომ სუს–ის უფროსმა იკითხოს, ერთი კაცი ვერ აუვა, ზღვა ინფორმაციაა. მინიმუმ 3 გომელაური უნდა იყოს, რომ ეს მასალა წაიკითხო… მტკიცებულებები დადოს თუ აქვს.”
ინფორმაცია მუშავდება, ამოდის მერე პირი კურატორთან და უყვება, რა არის პრობლემა. თუ არის რამე პრობლემა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი პრემიერთან მე ავდივარ და მოვახსენებ, არ ვუგზავნი, წაიკითხე პრემიერო.”
შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსმენებს მხოლოდ სუს–ი კი არა, თავდაცვის სამინისტრო, შსს, ფინანსთა სამინისტრო, პროკურატურა აწარმოებენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
კომენტარები