ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ისაუბრა:
„უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. ეტყობა „მინისტრის საათს“ და საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციისგან დაბარებას ვერ ასხვავებს მინისტრი. „მინისტრის საათი“ აბსოლუტურად სხვა ფორმატია, ჩვენ მისგან მოვისმინეთ მოხსენება, რომ ქვეყანაში ყველაფერი ბრწყინვალედ და გადასარევადაა და ის პასუხები, რომლებიც მივიღეთ მისგან არანაირად არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ როგორც ჯანდაცვის, ისე ფინანსთა მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააყენოთ თქვენ გუნდის შიგნით, რადგან თუ საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ უბრალოდ თქვენს მინისტრებს ბოდიში და პირდაპირ ვიტყოდი, რომ სულ ცალ ფეხზე კიდიათ პარლამენტიც და რეგლამენტიც“
კომენტარები