ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა:
„ეს ხალხი იმიტომ კი არ მოდის, რომ მაჭავარიანს ფეხი გადაუტრიალდა კიბეზე რომ ჩამოდიოდა ან ტიკარაძის მანქანაში საწვავი არ იყო და „მარშრუტკით“ ვერ წამოვიდა, არა, ეს ხალხი იმიტომ არ მოდის, რომ პასუხები არ აქვთ. რად გინდათ მინისტრები, რომლებსაც პასუხები არ აქვთ?
თქვენ – უმრავლესობას მინდა მოგმართოთ, დღეს ივანე მაჭავარიანი რომ არ მოვიდა, უმრავლესობის პასუხისმგებლობაა, იმიტომ, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის წევრები, არ დგახართ მოწოდების სიმაღლეზე. თქვენი პასუხისმგებლობაა, არც ტიკარაძე, რომ არ მოვიდა თავის დროზე. გასაგებია, რომ ვთქვათ ოპოზიციას ანგარიშს არ უწევენ, მაგრამ თქვენც ხომ პარლამენტის წევრები ხართ? იდეაში, თქვენც ხომ შეურაცხყოფილი დარჩით დღეს? გამოიჩინეთ მეტი გულსხმიერება და მართლაც, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოთ. მინისტრი არღვევს თვითო კანონს, რიგით მოქალაქეს, როგორ უნდა მოსთხოვო, რომ კანონი არ დაარღვიოს?
შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.
კომენტარები