საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“პარლამენტში, კომისიის შექმნის წინ, სამ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება გაუუქმეს, რათა კომისიის შექმნისთვის აუცილებელ 50 ხმას დააკლდეს 3 ხმა. შეგახსენებთ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს ხსნიან იმისთვის, რომ სიმართლე არ გაცხადდეს.
1. მინისტრი ტიკარაძე პრაქტიკულად ჩემს საქმეს გადაჰყვა;
2. ლონდა თოლორაიას მოსახსნელად ცალკე კანონი მიიღეს;
3. მოხსნეს გორის ჰოსპიტლის დირექტორი, ჰოსპიტლის რამდენიმე თანამშრომელი და დააქვეითეს ჩემი მკურნალი ექიმი;
4. მოხსნეს ციხის ადმინისტრაციის მიერ მოწვეული ნევროლოგის მეუღლე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მოხსნეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაეთანხმა სახალხო დამცველის და “ემპათიას” კონსილიუმების დიაგნოზს.
და ეს ყველაფერი მოხდა “ოცნების” მოლაპარაკე თავების უტიფარი მტკიცების ფონზე, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი და არანაირ წამებას ადგილი არ ჰქონია.
მიხეილ სააკაშვილი”
კომენტარები