კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას დედა, ირმა ხელაშვილი შვილის ინფიცირებისა და შემდეგი პროცესების შესახებ „სხვა ნანუკაში“ საუბრობს.
„ეს სიმპტომები რომ დაეწყო თეკლას, იმ დღესვე დავუკავშირდი ოჯახის ექიმს. არ ჰქონდა მძიმე მდგომარეობა, 37 ჰქონდა სიცხე. ჯერ სახლში შეიძლება მართვაო.
ინფორმირებული იყო ექიმი, რომ მას ჰქონდა დიაბეტი, თანმდევი დაავადება და შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში გართულებები მოჰყოლოდა. ამის გამო გვინდოდა, რომ სულ კონტაქტზე ვყოფილიყავით.
შემდეგ ტემპერატურის მომატება და ხველა დაეწყო, ამან ძალიან შეგვაწუხა. მეორე დღეს ისევ დავუკავშირდით ოჯახის ექიმს, რომ ჰოსპიტალიზაცია მოეხდინა. უარი მივიღეთ – დასვენების დღეებია და ვერანაირ დახმარებას ვერ გაგიწევთო.
შემდეგ 112-ში დავრეკეთ. ვუხსნი, რომ ბავშვს დიაბეტი აქვს და ჰოსპიტალიზაცია ვთხოვე. მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა და PCR-ტესტირებაზე გადაგვიყვანეს. დაუდასტურდა კოვიდი.
მეორე დღეს 112-ში დავიწყე რეკვა. მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა, რომ ჰოსპიტალშიუ გადავსულიყავით. შედეგ გვითხრეს, რომ ადგილი არ იყო და კოვიდსასტუმროში, უკეთეს პირობებში უნდა გადაგიყვანოთო.
გადაგვიყვანეს დიღომში. ბავშვი სულ მეკონტაქტებოდა, ძალიან მიჭირს ექიმთან უნდა დავრეკოო, ძალიან რთულად ვეკონტაქტებიო. მე სახლიდან მიწევდა მისვლა და მედიკამენტების მიტანა, ყველაფრით ვამარაგებდი ბავშვს.
ბავშვს რომ ტემპერატურა აუწია, სასტუმროს ექიმი შეშინდა და დაუნიშნა გამოკვლევები, მეორე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს. ყვითელი სამარშრუტო ტაქსით გადაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კვლევაზე. არაფრის თავი არ მაქვსო მეუბნებოდა, ცოცხალი თუ ჩავალ აქედან, ისიც არ ვიციო.
იქიდან მწერდა, სულ გამეყინა ყველაფერი, ძალინ მცივაო. რიგში ვდგავარ, კვლევაზეო. შემდეგ კლინიკიდან ისევ კოვიდ-ცენტრში დააბრუნეს.
სასტუმროს ექიმმა თქვა, რომ მეგონა ისინდისებდნენ და უკან აღარ დააბრუნებდნენ და დაიტოვებდნენო.
შემთხვევით, სასტუმროში იყო ისეთი პაციენტი, რომელიც გერმანული კლინიკის თანამშრომელი იყო, ბავშვის მდგომარეობით შეწუხებულმა გადარეკა და მისი დახმარების შემდეგ მოხვდა ჰოსპიტალში. აქ 6 დღე იყო.
ჩემი შვილის ჯანმრთელობა ინსულინის თერაპიით იმართებოდა. ბავშვი მუდმივი კონტროლის ქვეშ მყავდა, სული ჩავბერე, წლი-ნახევრიდან იყო დაავადებული.
მინისტრი თუ მისი მოადგილე გამოვიდა, 600-რაღაც თავისუფალი ადგილიაო, ძალიან გამაღიზიანებელი იყო, ჩემი შვილის ადგილი რატომ არ გამოინახა“
კომენტარები