ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს:
„იქ ადგილზე არსებული რეანომობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მოხდა თბილისიდან დამატებითი რეანომობილის გაგზავნა ადგილზე. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა.
როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დააკავშირებით კომუნიკაციას. დასკვნა ამ კვირაში იქნება.
ყველა რეგიონზე გადანაწილებულია შესაბამისი რაოდენობის რეანომობილი. ამასთანავე, ხდება მუდმივად ანალიტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი პაციენტის გადმოყვანა ხდება ხოლმე რეგიონიდან და ამის მიხედვით არის განსაზღვრული, თუ რამდენი რეანომობილი სად არის გადანაწილებული. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რეანომობილები ძირითადად არიან მოძრაობაში და ეს არ მიუთითებს სისტემაში არსებულ რომელიმე ხარვეზე და ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაახლებთ და ხარისხობრივად ვაუმჯობესებთ, ასევე, რაოდენობრივადაც ვაუმჯობესებთ იმ ავტოპარკს, რომელიც სახელმწიფოს აქვს.
ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ქმედებას იმისთვის, რომ თითოეულ რეგიონში იყოს გაცილებით უფრო ძლიერი ჰოსპიტალური სექტორი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად არ დასჭირდეთ დედაქალაქში რეანომობილებით ტრანსპორტირება.
ჩვენ რამდენჯერმე განვმარტეთ, რომ ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ვაქცინაციასთან მიმართებაში ჯგუფს აქვს შემუშავებული, წარდგენილი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და საერთაშორისო ექსპერტებთან, ასევე, „კოვაქს“ პლატფორმაზე. ეს საქართველოს პროტოკოლი იქნა მათი მხრიდანაც მოწონებული.
ეს ასევე ქვეყანას არ ავალდებულებს მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი, თუმცა გამონაკლისის სახით ეს გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ.
რაც შეეხება ახალციხის „იმედის“ კლინიკას, მას გააჩნია ექვს საწოლიანი რეანიმაციული განყოფილება და ეს არ გახლავთ ისეთი სტაციონარი, სადაც არ შეიძლებოდა ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო. იქ ვაქცინაციის პროცესი კვლავ გაგრძელდება“
საგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ ცნობილი გახდება, ახდა, თუ არა მინისტრის “წინასწარმეტყველება” და გაეწია, თუ არა ექთანს ადგილზე ყველა დახმარება დროულად, თუმცა, მანამდე, ურიგო არ იქნებოდა მინისტრს პასუხი გაეცა კითხვისთვის, თუ ყველა პირობა იყო კლინიკაში შექმნილი, რა საჭირო იყო მეგის გადაყვანა სხვა კლინიკაში?
კომენტარები