გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში, ეკლესიას დისტრიბუციის მანქანა შეეჯახა და ამობრუნდა.
შემთხვევის დროს მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ავარიას შეესწრო, მსახიობი, ბესო ზანგური, რომელიც ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“საოცარი ავარია მანქანა..ამხელა მანქანა ჩემს წინ მავალი სწარაფად არა მიფრინავდა სოფელ მუკუზანში სვეტიცხოვლის ეკლესიას დაეჯახა…
მეგონა შეიტანდა… დიდება უფალს… მანქანა გადასაგდებია…ეკლესია და მგზავრები უნაკაწროდ….სასწაულები მიამბეს….ამ ტაძარს შვილებთან ერთად მოვილოცავ…ამინ
დიახ მომიყვნენ რომ არასოდეს არავინ დაღუპულა და სულ ხდება ავარიები მანდ…მანქანა აღარ ჩანდაო და მგზავრები უნაკაწროდ გადმოსულან ყოველთვის!”
![](https://www.alia.ge/wp-content/uploads/2021/04/eklesia-av.jpg)
კომენტარები