სოციალურ ქსელში ვრცელდება ვეტერანის, მაიორ ნინო ახობაძის წერილი:
“ძალიან თავისუფლად და სრულიად მშვიდად ვწერ ეხლა აი ამ წინადადებას:
მე მიყვარს უკრაინელი და რუსი ხალხი-თანაბრად.
არავის გეჯინებით, არავის არ ვუგებ ნიშნს. ეს ჩემი განწყობაა და მადლობა უფალს (რომელსაც ძალიან ხშირად ვაბრაზებ, სამწუხაროდ) რომ ამ შემთხვევაში სიყვარული მმართავს და არა სიძულვილი.
უკვე აღარც ამ ყბადაღებულ გოიმურ სიტყვა “რუსეთუმე”-ს ვაქცევ ყურადღებას, მომბეზრდა. არც თავს ვიმართლებ არავისთან.
ვწერ, რასაც ვფიქრობ და რასაც ვგრძნობ.
ჩასაფრებულებისთვის, გადამკვდარი პატრიოტებისთვის და გულში მჯიღიანებისთის მაინც ცალკე განვმარტავ:
-რუსი და უკრაინელი ხალხი და არა მათი მთავრობები!
თუ მაინც ვერ გაიგეთ, ეგ უკვე თქვენი პრობლემაა, მე ვერ ვინერვიულებ
მყავს რუსი ბიცოლა და ორი რუსი ბიძაშვილი, ორი მშვიდი, გადასარევი გოგო, ერთი კსტაწი ნინო ახობაძეა
ჰოდა ცუდად მხვდება გულზე, როცა ვკითხულობ აი ამ დუჟმორეულ “ვაიმეე ამოწყდეს მთელი რუსეთიი”! ან
“ყველა რუსი ღორია”!
აჰაა!
მერე ამას მოსდევს ხოლმე “ჩვენი დახოცილი ბიჭების სისხლი”… და იწყება ლირიკა….
—–
ჩვენი დახოცილი ბიჭების სისხლი ხელით მაქვს მოწმენდილი, აი ამ ორი თვალით ნანახი და
არ გეჯიბრებით-ვის უფრო გვტკივა, სულაც არაა საჭირო, რომ გეტკინოს-საკუთარი თვალით ნახო;
ყველას გვტკივა ჩვენი ვაჟკაცი ბიჭები, მაგარი კაცები.
ყველას-გარდა გათახსირებული სპეკულანტი ნაცებისა და იმ ვაი-ჟურნალისტებისა, ვინც სკანდალის ძიებაში არაადამიანებად ჩამოყალიბდნენ.
ეს ბიჭები რუსული არმიის რუსმა ბიჭებმა ჩახოცეს;
ვიღაცა ვანიამ, რომელმაც ერთი ჭიქა არაყი დალია და სულ ცალ ფეხზე დაიკიდა ეს შენი და ჩემი საქართველო!
რა მოვკითხო ვანიას, როცა
აგერ აქვე, ჩემი ქართველი ჩემსავე ქართველს:
კლავს
ცილს სწამებს
აგინებს, აფურთხებს
პარავს
ჩაგრავს
დასცინის
ართმევს
აწამებს
აუპატიურებს
უღებს კადრებს
აშანტაჟებს
ახრჩობს
პირში უცინის და ცოლს უჟიმავს
ატყუებს
იყენებს
აპრავებს
ფორს-მაჟორის დროს პროდუქტს და მგზავრობას აძვირებს……
…………….
-ექვსმა თუ ათმა ქართველმა ბიჭმა ერთი ლამაზი ფეხბურთელი ბიჭი არაფრის გამო წყალში ჩაახრჩო!
-fb-ზე დაწერილი კომენტარის გამო ქალს შვილი მოუკლეს, აი ასე, ერთ წუთში დამთავრდა ახალგაზრდა კაცი;
-ვიღაცა გამაძღარმა მუტრუკმა ცოლი მოკლა; აიღო დანა და დაარტყა, მოერია!
-სამი ბიჭი, პატრულის თანამშრომელი ავტოავარიაში დაიღუპა და ქართველი ქალები ღლიცინით და წყევლით გაერთნენ
-ქართველმა კაცმა მეორე ქართველ კაცს ღირსების ართმევა მოუნდომა და დაიღუპა სერგო თეთრაძე
-თბილისის ომი.. ძმათამკვლელი….
მოგბეზრდაათ არაა? ამის მოსმენა-ზოგიერთებს?
ჰო, მძიმე მოსასმენია
ქართველმა კაცმა ქართველი კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა!!!!!!!!!!!!!!!
ომი არ იყო იქა, არა. მშვიდობიან დროს ხდება ეს ყველა კოშმარი, რაც ეხლა აქ მე ჩამოვწერე და კიდევ რამდენია ასეთი….
—–
ჰოდა
ესენი რომ არ (თუ ვერ) მიიტანე გულთან და უკრაინას რომ დასტირი
ომის საშინელ კადრებს რომ აშეარებ გიჟივით და თან მთავრობას ამუნათებ-უმოქმედობის გამო!
ერთ დაცემინებას რომ აქ პოსტავ და თანაგრძნობას ითხოვ ფრენდებისგან და თან იქადნები-მე წავალ ომში და შევაკვდებიო
და ის კიდე:
“აუ აბა მაშინ ფაშიზმსაც ნუ აღუდგებოდნენ წინ და ვიჯდეთ ასე გულხელდაკრეფილნიი”
აქ კომენტარი არა მაქვს….
——
საიდან დავიწყე და სად გადავედი
იცი რატომ ვწერ ეხლა ამას?
გუშინ ველაპარაკე ჩემს მეგობარს, კაფე აქვს აქვე, თბილისში, დღე და ღამე იქ არის ეს გოგო, მუშაობს, შრომობს;
ჰოდა შესულა იმ დღეს ხუთი ბრგე უკრაინელი ბიჭი-ერთმანეთზე უკეთესი ჰაბიტუსებით. იქვე კუთხეში მჯდარა სამი რუსი.
ეს რუსები ინგლისურად გამოელაპარაკნენ თურმე მიმტანს, უტყდებათ რომ რუსები არიან, ნუ გასაგებია. რა იციან ახლა, ვინ დახვდეთ იქ-იციან რომ მათი ქვეყანა ჩვენთვის ოკუპანტია. სხედან თავისთვის, ჭამენ, სვამენ. ხმას არ იღებენ ზედმეტად.
ესე იგი, ამ უკრაინელებს იქ ამბავი აუწევიაათ??
ჯერ მოითხოვეს თურმე -ეს სიმღერა გამორთეთო!
ქართული სიმღერა არ ევასათ რაა
და ჩართეთ უკრაინულიო! (ვიიიშ!)
მერე ერთი კარგად ჩაბუჟბუჟდნენ, დაიწყეს სიცილი, ხორხოცი, ეწევიან ჩილიმს, ერთობიან რაა ხოშიანად!
თან აი, ხომ არის რომ სვამ ადამიანი, იმიტომ რომ დარდი ჩაახრჩო, სიმწრით სვამ.. არაა! ესენი იმენნა დროს ატარებენ!
გადაირია თურმე ეს ჩემი პადრუგა, კბილებს ვაკრაჭუნებდიო სიმწრით!
-ესე იგი, რო რამე, ჩემი შვილები უნდა წავიდნენ და იომონ უკრაინაში, და ეს ხუთი მუტრუკი აგერ გალეშილები ბედნიერად ატარებენ დროს, როცა მათი ქვეყანა ასეთ უბედურებაიაო!
მისულა ეს გოგო, ვეღარ მოუთმენია ბოლოს და ამათ ეუბნება თურმე: -აგერ აქვე თქვენი ქვეყნის მხარდამჭერი აქციაა და იქნებ იქ მისულიყავით აქ ჯდომასო!
და მაგარი დაცინეს თურმე
თან როგორ გოგოზე ვწერ იცი? ჩემსავით კი არ არის, ვერ იტანს რაა ამ რუსებს
ჰოდა ჩემო კარგებო
განსაკუთრებით იდიოტებისთვის ვხსნი:
არავის ეგონოს ახლა რომ ამ პოსტით იმის თქმა მინდა რომ
არიქა, ყველა რუსი როგორი ფუმფულა და მშვიდობისმოყვარეა და ყველა უკრაინელი იმ ბიჭებივით პოხუისტი!
არა!
არც იმის თქმა მინდოდა რომ ყველა ქართველი უვარგისია, ღმერთმა დამიფაროს, სიგიჟემდე მიყვარს მე ჩემი ქართველი და ყველაზე მაგარ უკრაინელსაც მირჩევნია და ევროპელსაც!
უბრალოდ ყელში ამომივიდა ეს გადამეტებული:
გლოვაც
თანაგრძნობაც
ლურჯ-ყვითელი ისტერიაც
და
ამდენი უტიფრობა!
—-
მიშა მშვილდაძეს და მისნაირებს რა შევაგნებინო, ტიპი ჩვეულებრივი ნაძირალა ღორია
მაგრამ თქვენ, ჩემს კარგ და კეთილ მეგობრებს
რა დაგემართათ ზოგს?
სად და რატომ დაკარგეთ ზომიერება
ან მე რომ ეხლა ეს ამდენი არ მეწერა
ისე არ იცოდიით? რომ არსებობს
ჩემნიაირი და შენნაირი რუსიც, უკრაინელიც და ამერიკელიც?
მე არ მინდა ომი!
სულერთია რის ფასად!
არსებობს კომპრომისები
არსებობს ზოგჯერ დათმობა
წაყრუება
არ ვიცი კიდევ რა დავარქვა
არსებობს უბრალო ადამიანური ურთიერთობები
და იმის გამო რომ კონკრეტული პარტიის ლიდერს ასიამოვნო
მოდი რა და ნუ აყვები პროვოკაციებს!
საბჭოეთი რომ ინგრეოდა, მაინდამაინც ჩვენ გავხტით და ჩვენი გოგო-ბიჭების სისხლი დაიღვარა
—–
რა ვიცი, ამდენი ვწერე და
მოკლედ
მე ვერაფრით ვერ გავხდები უკრაინელზე მეტი უკრაინელი.
ყველას ჩვენებურად გვტკივა ის საშინელება, რაც ამ ქვეყანაში დატრიალდა და
ასე დავამთავრებ ეხლა მე ამ სტატუსს:
ისევ ჩემი მეგობრის კაფეში დავბრუნდები
ის ხუთი უკრაინელი ბიჭი ბოლოს გადაჯდა იმ სამი რუსის მაგიდასთან და ძალიან მშვიდად, ყველანაირი კონფლიქტის და ხოცვის გარეშე ილაპარაკეს, გაიცინეს კიდეც, ბოლოს ჩაეხუტნენ ერთმანეთს და დაიშალნენ….
აი ასე.
სხვაა მთავრობა
სხვაა პოლიტიკა და
სულ სხვაა ჩვეულებრივი
ადამიანური ურთიერთობები.
—–
ჩვენ რატომ და ვის გამო ვხოცავთ ერთმანეთს?
რომ კითხო-უკრაინა ყველას სტკივა და ერთმანეთს შლიან, ბლოკავენ და აფურთხებენ….
ღმერთო, მოგვეცი მშვიდობა-მთელ დედამიწას!
და დაგვიფარე ქართველი მედროვეებისგან და
ომისგან!”
კომენტარები