„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, მებაღე ზურა შევარდნაძე:
“უფროსი მეგობარი მყავს, ნათესავადაც მერგება, მიყვარს ვირევი მისი გულობიზა. თუ კი ოდნავ დრო გამოიჩნდება აუცილებლად ვსტუმრობ, გემრიელ სადილებსაც ამზადებს და გულიანი მასპინძლობაც იცის, მაგრამ განთქმული უწესრიგოა, სულ არეული და აბურდული აქვს სახლი, ბარიკადები უნდა გადალახო მისაღებ ოთახში შესასვლელად.
შეაღებ თუარა კარებს იწყება:
-ვაიმეე დაულაგებელი ვარ…
-ვაიმეე აქეთ არ გაიხედო..
-ვაიმეე იქეთ არ გაიხედო..
-ვაიმეე როგორ არეული ვარ..
და თავიდან:
-ვაიმეე დაულაგებელი ვარ..
დღეს ვეღარ მოვითმინე და შევყვირე, 40 წელია რით ვეღარ დალაგდი ციცინო?
მოდი ერთი დავალაგოთ ეს სახლი შენც მოისვენებ და ჩვენც!! არ მოეწონა, გვერდზე გაიხედა))
ადამიანი თუ გიყვარს არეულიც გიყვარს და დალაგებულიც.
ბევრი “დალაგებული” ნათესავი და მეგობარი მყავს მარა მაინც ყველა ამ “დაულაგებელი” ციცინოსკენ მივიწევთ.
გვიყვარხარ ციცი შენი ბურდებიანად!!!
კომენტარები