ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია, რომელსაც 5 ივლისს, აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თავს დაესხნენ მაშინ, როცა ლექსო ლაშქარავასთან ერთად, პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, აქციაზე სიტყვით გამოდის:
“ერთს ვიტყვი, ლექსოს ჰქონდა კაცობა. იმ 50 ადამიანს, რომელიც შენობაში იყო, არც ერთს არ ჰქონდა ეს. ის იყო ერთი, მიცავდა მე, იცავდა საკუთარ პროფესიას. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებსთ თქვენი ინფორმირებაა. ჩვენი კადრის და სიტყვის გრეშე, თქვენ არაფერი გეცოდინებათ.
47 წამი გადაიღო მან და უკანასკნელი კადრი აღმოჩნდა მისთვის… ამის მერე კიდევ 6 წუთი ურტყამდნენ და ეს გრძელდებოდა 15 წუთი… მინდა ეს არავინ გამოსცადოს..
მე ბევრს ვერ ვიტყვი, 5 დღეა ვტირი და ემოციებს ვეღარ ვთოკავ, მაგრამ ერთს გეტყვით, ლექსოს ვპირდები, სრულიად მედიაკორპუსის სახელით, ჩვენ არამარტო იმ 50 ადამიანს დავსჯით… პირველად ვიტყვი, ესენი არიან გაუნათლებელი, ბოროტი ადამიანები და უნდა დაისაჯნონ ისინი, ვინც ეს ბოროტი ადამიანები გამოუშვა, საკუთარი მოქალაქეების დასახოცად.”
კომენტარები