პროფესორი და კონკურს “ლიტერას” ჟიურის ერთ ერთი წევრი, იოსებ ჭუმბურიძე, რომლის გამოც სხვა წევრებმა ჟიური დატოვეს, წერს:
“მირეკავენ ცნობილი მწერლები და არა მხოლოდ მწერლები. ზოგი აქაც მწერს. შენ გვერდით ვარო. ყოჩაღო. ძლიერი ხარო.
ზოგი პატიებას მთხოვს, მხარს ღიად ვერ დაგიჭერო. შვილები მყავსო.
(სხვათა შორის, მეც მყავს შვილები). მესმის. ზოგს იქით ვეხვეწები, ეგ არ ქნათ-მეთქი. ზოგი გაჩუმებას მირჩევს.
გულს გაუფრთხილდიო, გულწრფელად მირჩევენ.
ასეთ დროს მეც გული მიჩუყდება და მუხრან მაჭავარიანი მახსენდება: „რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტავ, მამულო ჩემო, გიჭირს თუ გილხინს, რომელი მეფე ერეკლე მე ვარ, ანდა რომელი მსაჯული მისი?!” მაგრამ ამას გაგრძელებაც აქვს.
მთავარიც ეს არის:„პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა, ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად, ღალატიაო მაგგვარი ფიქრი.”
მეც მაშინ ვწერ, როცა გაჩუმება არ შემიძლია.ანუ:როცა სიცრუე და ორპირობა ზენიტს აღწევს; როცა უზნეო ზნეობას ქადაგებს; როცა ფბ- ს სიბილწე წალეკავს…
ამ დღეებში, ტელეფონით საუბრისას, არაერთმა მითხრა, შენი სუნთქვა არ მომწონსო. გასაკვირი ის არის, ამათ ხელში, საერთოდ რომ ვსუნთქავ… კვლავაც ვისუნთქებ.შენი წყალობით, უფალო…”
შეგახსენებთ, კონკურსი ჩაიშალა.
კომენტარები