პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
,,მირეკავს ნოდარ მელაძე ნაწყენი ჩემი სტატუსის გამო, რომ ტვ პირველის ეთერი არაობიექტურად მივიჩნიე და ვთქვი რომ ტვ პირველი ხაზარაძის გავლენის ქვეშ მოექცა, ( ვფიქრობ ეს აზრი ბევრისგან მოგისმენიათ) და ამას უკვე ბევრი აღნიშნავს და მევახშე ხაზარაძის სახელს აიკდებენ ორმაგი სტადარტით თქო , ფინალი საუბრის ასეთი იყო, ისტერიულად ყვიროდა , “აი ნახავ რასაც ვიზამ , მე შენზე სიუჟეტს გავაკეთებ ნაც მოძრაობასთან როგორ ვაჭრობო, შავ სიაში შეგიყვანო ” ?( კიდევ კარგი მთელი გუნდი გვისმენდა ოფისში) ანუ შენიშვნა რომ არ მიმეცა , მაშინ სიუჟეტს არ მომიძღვნიდა და “კარგი გოგო” ვიქნებოდი ანუ რაიმე ინფორმაციას მალავდა, იცოდა და მალავდა, გაბრაზდა და აღარ მალავს ?????♂️
გაოგნებული ვუსმენდი ამ -მისი პირიდან ამოსულ სიბინძურეს , სიტყვა “ვაჭრობა” , როგორც ჩანს მევახშე ხაზარაძისგან გაიგო და ისწავლა- სამწუხაროა , რა ვიცი გამიკვირდა, არ ველოდი . (ან რა მაქვს სავაჭრო რატომ და რისთვის უნდა “ვვაჭრობდე ” ?? ოჰ ეს სიტყვა “ვაჭრობა”, ხომ არ მოსცილდა ქართულ პოლიტიკას ??!! არადა მართლა რომ იცოდეს “სამზარეულო” ნოდარ მელაძემ ამ სიბილწეს და სისულელეს ხომ არ მაკადრებდა ,არც მე და არც საკუთარ თავს აკადრებდა . ჰოდა აი ამის შემდეგ რა ჟურნალისტიკაზეა საუბარი ,ან რა ობიექტურობაზე,ან,ან …..
რა დღეშია ეს ქვეყანა, ან რა მომავალი ელის??? წინ წყალი უკან მეწყერი…..აი ასეა რა.
ხალხნო ! ოპო არხის ჟურნალისტი დამემუქრა, ჩემს სტატუსში გამოთქმული აზრის გამო , წარმოიდინეთ რა უბედურებაშია ქვეყანა ?!
წარმოიდგინეთ ერთი წუთით ხაზარაძე სათავეში რომ მოვიდეს ?! რით განსხვავდება ივანიშვილისგან ( ვეთანხმები ამ გამონათქვამში შალვა ნათელაშვილს) არაფრით ,სრულიად არაფრით!
ჩემს ბავშვობაში ასეთი ფილმი იყო “ჩემი მეგობარი ნოდარი” ?
ვისი მეგობარი ხარ ნოდარ შენ?!
სამწუხაროა…..
P.S
კაცო , “ესენი” -(ზოგიერთი) , ისე მესაუბრებიან თითქოს ყოფილი ხელისუფლების დროს სიტყვა მაინც ეთქვათ, ან შენიშვნა მაინც მიეცათ იმ 9 წლის მანძილზე ხელისუფლებისთვის , ახლა რომ იხსენებენ იმ “ცხრა წელს”, ან რა უნდა დაწეროთ თამარ ჩარკვიანზე ,რაც ოცნების ტროლ-ბოტებს არ უკადრებიათ ჩემზე 2016 წლიდან???♂️
რა საშინელებაა, ასეთი- ადამიანური თვისებების მოულოდნელი ლუსტრაცია , თითქოს უნდა მიეჩვიოო და არა, ღმერთმანი ვერ ვეჩვევი – მაინც გულისწყვეტა მოაქვს!”
,,ტვ პირველი” ,,მევახშე ოლიგაქრის” ტვ-ს სახელს იკიდებს… სამწუხაროა” – თაკო ჩარკვიანი
კომენტარები