“მთავარის” რედაქტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“სრულიად კატეგორიულად ვამბობ:
1. შეუძლებელია, ღამეში და გამნათებელი ხელსაწყოს გარეშე იმ გადასახვევი ბილიკის პოვნა და, შესაბამისად, იქ შაქარაშვილი საღი აზრის ყველაზე დაბალი სტანდარტითაც ვერ მოხვდებოდა;
2. შეუძლებელია იმ დაღმართზე დევნის ოპერაცია, თან სიბნელეში, მინიმუმ, დასაწყისშივე რომ არ დაშავდეს ყველა, ვინც მონაწილეობას იღებს. დაღმართი უკიდურესად ციცაბო, მიხვეულმოხვეული, სრიალა ქვიშრობია, ბევრი ქვით, სამშენებლო არმატურებით, ეკალბარდებით.
3. შეუძებელია დაღმართის დასრულებისთანავე ადამიანი წყალში გადავარდეს, რადგან უციცაბოესი და უმძიემსი დაღმართის მერე, სადღაც 20 მეტრი გავაკებული მდინარის პირია, რომელზეც ქვები და მცენარეებია. არც ერთ ქვაზე სისხლის წვეთი, არც ერთი მცენარე – გადაჯეგილი. არაფერი არ ეტყობა იქეთ იყოს და, ჩხუბის არც ერთი მტკიცებულება (გარდა დადებული ჩანთისა) ამ მდინარის პირიდან ამოღებული არაა, სისხლის არც ერთი წვეთი, დნმ-ის არც ერთი ნიმუში და ასე შემდეგ.
4. შეუძლებელია ადამიანი ამგვარ ჩხუბში ჩანთას იხსნიდეს წყალში გადახტომის წინ.
5. შეუძლებელია, ადამიანს კლავდნენ და მერე წყალში ახრჩობდნენ, მანამდე კი ჩანთას ხსნიდნენ და იქ ტოვებდნენ, როგორც საკუთარი დანაშულის მტკიცებულებას.
6. იმ ადგილზე საერთოდ შეუძლებელია ადამიანის დახრჩობა წყალში ჩაგდების გზით, მათ შორის, უგონოდ მყოფისაც, რომელიც ფსკერზე არ მიდის, არამედ მიაქვს დინებას. დინება კი ზუსტად 10-15 მეტრში არის მეჩეჩი, რომელზეც გინდა ცოცხალი და გინდა გარდაცვლილი ეგრევე ამოირიყება ან გაირიყება გვერდებში ძალიან მრავლად არსებულ ყურეებში.
7. შესაბამისად, გამორიცხულია, ამ ადგილზე გინდა გადაგდებული, გინდა ძალით ჩამხრჩვალი ადამიანი (მანამდე რომ ჩანთა დადო თუ თვითგამხელის მიზნით მკვლელებმა დადეს) ამ ადგილიდან 20 მეტრზე შორს აღმოაჩინონ მაშველებმა
8. მე არ ვიცი, რას ამტკიცებს მირიან ნიკოლაძე მის მიერ დადებული ვიდეოთი და მერამდენე დუბლია ეგ “შედევრი”, მაგრამ ეს ვერსია არის სრული აბსურდი და, ვურჩევ, გაეშვას.
თორემ ისევ მოუწევს გამოსვლა და მოყოლა, გამოძიებასთან შეთანხმებით ტყუილებს და სისულელეებს როგორ ლაპარაკობდა რაღაც მითიური “გამოძიების ინტერესებში”.
შეგახსენებთ, მირიან ნიკოლაძემ გაავრცელა ღამით გადაღებული ვიდეო, სადაც, როგორც ჰყვება, ზუსტად ის ფერდობი ჩაირბინა, რომელიც ბოლო გზაზე გიორგიმ და მას კიდურებზე ერთი ნაკაწრიც არა აქვს. ვიდეო იხილეთ ამ ლინკზე.
კომენტარები