პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი:
“მინდა განგიმარტოთ, რომ მის უწმინდესობას არ აქვს ესეთი უფლებამოსილება, რომ თვითონ შეიწყალოს. მან უნდა მიმართოს, რა თქმა უნდა, მოქმედ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს. […] მაგრამ მისი შუამდგომლობით, ეკლესიის შუამდგომლობით, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში. უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება, სადაც ხდება ამა თუ იმ პატიმარზე შემოტანა შესაბამისი დოკუმენტაციის და განხილვის შემდეგ ეს საბუთები გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როდესაც არის სკითხი პატიმარის შეწყალებასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი ამას უფლებადამცველები როგორ გაიგებენ და რას ფიქრობენ ისინი”,
პატრიარქის მდივანმა კომენტარი ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც დაინტერესდნენ, თვლის თუ არა საჭიროდ საპატრიარქო, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.
წყარო – მთავარი
კომენტარები