ფსიქოლოგმა, ნათია ფანჯიკიძემ, პოსტზე, სადაც ყვება, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტებმა სახლში მიაკითხეს, ტვ პირველის ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მონიშნა.
ინგა გრიგოლია:
“ტვ ,,პირველიდან,, ჟურნალისტი რატომ მოგადგა. არ ვიცი. მე არ მეხება საინფორმაციო. არ ვიცი, რა თემას აკეთებენ და რა კომენტარზე მოვიდნენ, ეს ერთი და მეორე – ჩემს მონიშვნას რა მიზანი აქვს შენი მხრიდან?”
ნათია ფანჯიკიძე:
“რა ვიცი, პატარა ტელევიზიებში იციან ხოლმე ვის რატომ “ადგებიან” სახლში და ვიფიქრე, იქნებ რამე იცისმეთქი”
ინგა გრიგოლია:
“ამიტომ მომთაგე, რომ პატარა ტელევიზიებში ,,იციან ხოლმე,,??? მეტს ველოდი შენგან, იმის ასახსნელად, მე რატომ მომნიშნე. ფსიქოლოგი რომ არ იყო, არც მექნებოდა რეაქცია ამ პოსტზე მონიშვნაზე. მაშინ გეტყვი – მისამართი შეგეშალა, ნათია. იქ არ მოხვდი.”
ნათია ფანჯიკიძე:
“რა ვიცი, კამარადან რომ ვინმე დაგდგომოდა და მოგენიშნე, არ გამიკვირდებოდა, რომ გაინტერესებს, რამე ხომ არ ვიცი, რატომ აძლევს თავს უფლებას ჩემი თანამშრომელი დაგადგეს და გიხბრახუნოს.”
კომენტარები