“გირჩის” ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ეს შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ გავაუარესეთ წინა შედეგი. ჩვენ ვერ ვუთხარით ამომრჩეველს, რომ ამ ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვანი რამეებიც შეიძლებდა ყოფილიყო გარდა ამ პრიმიტიული თამაშისა.
გამოჩნდა ის, რომ ამ ქვეყანაში მარტივი თამაშია, სისტემა არსებობს და ერთ ადამიანს ანდობს ქართველი ამომრჩეველი, ეს ამომრჩეველი არის ან მიშას წინააღმდეგ, ან მიშას მომხრე. ვისაც მიშა არ უნდა ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, უფრო მეტია და ამის გარანტად არის ივანიშვილი და ვისაც მიშას დაბრუნება უნდა სისტემის სათავეში, ანუ იმ პატრონს ეს პატრონი ურჩევნია, პატრონს შორის არის შეჯიბრი… მიშა აგებს ამ ბრძოლას, მე ასე ვუყურებ… ეს არის დიდი სურათი, რაც დავინახეთ.
ის პოლარიზაცია, რომელიც იყო, დაბრუნდა. გვეუბნებოდნენ, რომ უნდა დასრულებულიყო ნაციონალური მოძრაობა, პირიქით მოხდა ყველაფერი. იგივე მდგომარეობა დაჯდა, რაც 2012 წელს. შეიძლებოდა ეს მდგომარეობა შეეცვალა დაბალ ბარიერს, მრავალპარტიულ პარლამენტს… ახლა 2 პროცენტიანი ბარიერიც კი შეიძლება გახდეს ბევრი პარტიიისთვის პრობლემა. შეიძლება გახარია და ვიღაცა დაემატოს, მაგრამ ესეც კი პრობლემაა, როგორც ჩანს, იმდენად კარგი სვლა ჩაატარეს წინასაარჩევნოდ ამ ორმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილის აქ ჩამოყვანით… ახსნაც კი არ არსებობს…
მე არ ვთლი რომ ახლა მნიშვნელოვანი იყოს, მეორე ტურში ვინ გაიმარჯვებს, სურათი დახატულია, არჩევანი გაკეთებული, მოიგო “ქართულმა ოცნებამ”.
ვერც ვხვდები ოპოზიციის რიტორიკას, როცა გახარიას ოპოზიციას მიაკუთვნებს, ჩემთვის ეს გაუგებარია.”
კომენტარები