ბოლნისში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბი დააზიანეს. მთავარი არხის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრის და ამჟამად ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბზე სასქესო ორგანოები დაახატეს და ცნობილი ფრაზის არასწორი ვარიცია “მიჰა ჩჰამოდი” დააწერეს.
ენმ-ს ბოლნისის შტაბის წევრები მომხდარში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს ადანაშაულებენ.
“გუშინ ჩვენი შტაბის თანამშრომელმა, ღამის ორ საათზე დაინახა გოგი მეშველიანი, გუბა გობეჯიშვილი და ვიღაც პაპუნა, რომელიც გამგეობაში მუშაობს. იყვნენ გამგეობის წინ, მერე შევიდნენ მაღაზიაში, გამოიტანეს იქიდან საჭმელი-სასმელი, კარგად იქეიფეს, ჩაისვეს პატარა ბიჭები მანქანაში, დაჰყავდათ და ასე აღებინებდნენ და ახევინებდნენ ამ სურათებს”, — აცხადებს მთავართან ინტერვიუში შტაბის წევრი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციის საარჩევნო შტაბებს აზიანებენ. ოპოზიციაში ვანდალურ ფაქტებს მმართველ გუნდს უკავშირებენ
კომენტარები