უკრაინაში მყოფი კობა ხაბაზი:
„შეხედეთ ამ ფოტოებს და მიპასუხეთ, არ გრცხვენიათ არარაობა ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძე-მდინარაძის გროვა რომ მართავს საქართველოს?
არ გრცხვენიათ საკუთარი თავის, რომ ამ ისტორიულ მომენტში, როცა თავისუფლების უდიდესი ჰიმნი იწერება, მიშა პატიმრობაში სიცოცხლისთვის იბრძვის?
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ ვარ, უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე, მე მრცხვენია საკუთარი თავის, ჩემს სამშობლოს ეს ნაძირლები რომ მართავენ, რომ მიშა ვერ დავიცავი.
მინდა ხმამაღლა ვიყვირო:
საქართველო მაპატიე!
მიშა მაპატიე!
არ ვიცი რას ვიპასუხებ მომავალ თაობას, ალბათ სათქმელიც არაფერი მექნება, როცა მეტყვიან, რომ ოდეს გმირებად ცნობილი ერის შვილები ლაჩრების სახელით შევედით ისტორიაში.
დამერწმუნეთ, ან ვცვლით ამ რეალობას, ან იმის მტკიცებას, რომ “მე ვიბრძოდი”, “მე ვაპროტესტებდი” არანაირი აზრი არ ექნება, ეს ისტორიისთვის არაფერს ნიშნავს, ისტორიაში მხოლოდ მონათა მმართველობა და პუტინის ნომერ პირველი მტერის, საქართველოს პრეზიდენტის საპატიმროში წამება ჩაიწერება!“
კომენტარები