მწერალი და პუბლიცისტი, მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოზრაობის წევრებს და მომხრეებს მიმართავს და წერს:
“ერთი შეკითხვა მაქვს ნაციონალური მოძრაობის წევრებთან და მათ მომხრეებთან, გადააზიარეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა გასცეს ამ შეკითხვას პასუხი: კი მაგრამ, ზღვარი რომ არ იცით სიმძულვარესა და ბილწსიტყვაობაში, თუკი ვინმეს საწინააღმდეგო აზრი გააჩნია, უშვერად ლანძღავთ და იწყევლებით, მიწაში დებთ, აი, კარგად მომისმინეთ ახლა და, პასუხი გამეცით: მიშა სააკაშვილმა მის მიმართ საზოგადოებაში არსებულ ბრალდებებს უპასუხა, რომ მან არ იცოდა, თქვენც იგივეს იმეორებთ ცხადია და, ერთი წუთით თქვენ გვერდით დავდგები და მეც ვიტყვი, კეთილი, მიშამ არ იცოდა, არ იცოდა რა მოხდა 7 ნოემბერს და მომხდარის შესახებ მხოლოდ დილით გაიგო, არ იცოდა გელაშვილისა და დავითაშვილის სასტიკად ცემის ფაქტები, არ იცოდა აფრასიძეების ჩახოცბის ოპერაციის შესახებ და ის, რომ მან განაცხადა, თავად გავეცი აფრასიძეების ლიკვიდაციის ბრძანებაო, დავიჯეროთ, რომ ბარამიძის დაუნდობლობას მთლად ასე ვერ გაითვალისწინებდა და ჩავთვალოთ, რომ არ მოელოდა ასეთ სისასტიკეს და – არ იცოდა, ასევე არ იცოდა მოლაშვილის საპატიმროში წამების შესახებ და არ იცნობდა მეგის ქარდავას, არ იცოდა 9 აპრილის აქციების შესახებ და 26 მაისის მიტინგის სისხლიანი დარბევის ამბავი, არ იცოდა, მისი “ნულოვანი ტოლერანტობა” ასობით პირტიტველა ბიჭის ჩახოცვას თუ გამოიწვევდა და, საერთოდ, ის იყო პრეზიდენტი და სხვადასხვა სამინისტროებისა თუ უწყებების საქმიანობაში ძირისძირობამდე არ ერეოდა, მოკლედ, მივედით დასკვნამდე, რომ მიშა სააკაშვილმა არ იცოდა იმ ბრალდებების წარმომავლობა, რომელიც ქართველი საზოგადოების მეხსიერებაში დღესაც ცოცხლობს, კი ბატონო, მიშა აშენებდა, ქმნიდა და მან დაჩოქილი საქართველო ფეხზე წამოაყენა, ამაზე შევთანხმდეთ?.. კეთილი, ახლა მიპასუხეთ კითხვაზე: თუ მიშა სააკაშვილმა არ იცოდა, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, რატომ უნდა სცოდნოდა ბიძინა ივანიშვილს მაჩალიკაშვილის ოჯახში განხორციელებული წარუმატებელი სპეცოპერაციის დროს საწოლში ბიჭს თუ ჩაცხრილავდნენ?.. რატომ უნდა სცოდნოდა მთავრობის სასახლის ეზოში შეჭრის მცდელობისას მაკო გომური თვალს თუ დაკარგვდა და, საერთოდ, ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილისკენ რომ იშვერთ ხელს, მიპასუხეთ, მიშამ არ იცოდა და, ეს საპატიებელია, ბიძინამ იცოდა და, ეს უპატიებელია?.. მიშა კრავია და ბიძინა მგელია?.. მიშა მზეჭაბუკია და ბიძინა მონსტრია?..ჰა, გამეცით პასუხი, მარტო ლანძღვ-გინება რომ გგონიათ გამოსავალი, მითხარით, თუ შუბლში ძარღვი ოდნავ მაინც გიტოკავთ, მიშა სააკაშვილმა არ იცოდა, რაც მისი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა და უცოდველია, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა და, ის ცოდვილია, როცა ადამიანი არანაირ თანამდებობაზე არ არის?.. აბა, ჰე, მიდით, ნაციონალებო, პასუხები მოამზადეთ!..
კომენტარები